LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექნოლოგიური სინგულარობა – უახლოესი მომავალი თუ უტოპია?

54
page

ტექნოლოგიური პროგრესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც ადამიანის ცხოვრების ხარისხის ზრდას უწყობს ხელს. თუმცა ჯერჯერობით მაინც რჩება უამრავი უპასუხო შეკითხვა. შესაძლოა, ნანოტექნოლოგიამ ადამიანის  ტვინი წამის მეასედში ფაფისებრ მასად აქციოს,   შესაძლოა ხელოვნური ინტელექტი გლობალური კატასტროფების მიზეზი გახდეს და ერთ დღეს „ტერმინატორის“ სცენარში გაგვეღვიძოს. ან იქნებ, მართლაც გახდეს მიღწევადი ტექნოლოგიური სინგულარობა? ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია აქვთ კითხვები როგორც ფილოსოფოსებს, ასევე ფუტუროლოგებს. მაინც როგორი შეიძლება იყოს კაცობრიობის უახლოესი მომავალი? ამ კითხვაზე პასუხებს ეძებს ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი ჯონი ტომსონიც, რომელმაც საკუთარ ბლოგზე საინტერესო სტატია განათავსა.

თავის სტატიაში ტომსონი  ფუტურისტ  რეი კურცვეილის მოსაზრებას უპირისპირდება, რომლის თანახმადაც ადამიანებს  მხოლოდ რამდენიმე ათეული წელი აშორებთ ტექნოლოგიურ სინგულარობამდე – მომენტამდე, როდესაც ტექნოლოგია დაიწყებს განვითარებას ისე სწრაფად, რომ ის ფუნდამენტურად შეცვლის ჩვენს ცხოვრებას.

ტექნოლოგიური სინგულარობა: კოშმარი თუ უტოპია?

კურცვეილი სინგულარობას განმარტავს, როგორც „პერიოდს, რომლის დროსაც ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპი იმდენად სწრაფი და მისი გავლენა იმდენად ღრმა იქნება, რომ ადამიანის სიცოცხლე შეუქცევად გარდაიქმნება“. მისი აზრით, მთელი რიგი აღმოჩენებისა და მიღწევების გამო ადამიანების ცხოვრების სტილი ერთი ხელის მოსმით შეიცვლება.

ტომსონს კი მიაჩნია, რომ  უტოპისტი ფუტუროლოგები კაცობრიობას სუსტად თვლიან, რადგან ადამიანის შესაძლებლობები ბიოლოგიური სხეულითაა შემოფარგლული,ამის გამო კი ადამიანის ტვინი თავისი პოტენციალის სრულ რეალიზებას ვერ ახდენს.

როდის ველოდოთ ტექნოლოგიურ რენესანსს?

კურცვეილი სამყაროს ისტორიას ექვს დიდ „ეპოქად“ ყოფს.  პირველია სამყაროს შექმნა, მეორე – სიცოცხლის გაჩენა, ხოლო ბოლოსწინა – ინტელექტისა და ადამიანის ტვინის განვითარება, რამაც საშუალება მოგვცა შეგვექმნა უფრო და უფრო მოწინავე ტექნოლოგიები.

ტომსინის თქმით, ფუტურისტები თვლიან, რომ კაცობრიობა ძალიან ახლოს არის შემდეგ ეპოქალურ მომენტთან, სადაც ტექნოლოგია ფაქტობრივად ჩვენი ნაწილი გახდება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ Google Maps-ს გამოვიყენებთ მარშრუტის გასარკვევად, არამედ იმას, რომ ჩვენი ბიოლოგია დაკავშირებული იქნება ტექნოლოგიასთან. ეს იქნება ბიონიკის ეპოქა, ეს იქნება შემდეგი დონე.

დიახ, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მუდმივად განვითარდეს, თუმცა ამისათვის მას მუდმივად უკეთესი პროგრამული  უზრუნველყოფა სჭირდება.“ -დასძენს ფილოსოფოსი და აღნიშნავს, რომ მართალია „ადამიანის გონების განვითარება ვერ შეედრება ფლეშ დრაივის მეხსიერების ზრდას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს არც ის, რომ შეიძლება გვქონდეს კოლექტიური ინტელექტი, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს, მაგრამ  საბოლოო ჯამში მაინც იმაზე ნაკლები მივიღოთ მისგან, ვიდრე ველოდებით.

ნათელ მაგალითად ტომსონი Apple-ს ასახელებს, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეთა შორის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კომპანიაა, სადაც საუკეთესო კადრები მუშაობენ, თუმცა აშკარაა, რომ მათი ბოლო გაჯეტები ნაკლებად საინტერესო ან ინოვაციურია, ვიდრე მათი წინა ვერსიები.

სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთა ოცნებები

სწორედ ასე უწოდებს ოქსფორდელი ფილოსოფოსი ტექნოლოგიური სინგულარობის იდეის  მომხრეებს.

“ისინი ცდილობენ ეს ყველაფერი გარდაუვალ მომავლად დაგვისახონ მაშინ, როცა მხოლოდ თეორიებზე ვსაუბრობთ. შესაძლოა ტექნოლოგიური სინგულარობის მიღწევას ხელი მომავალმა პანდემიამ შეუშალოს. შესაძლოა ომი დაიწყოს ან ბოლო ნანოტექნოლოგიამ მოგვიღოს. თითოეული ეს მიზეზიც ჰიპოთეტურია და იმის შანსი, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი რეალურად მოხდება, ძალიან მცირეა, მაგრამ სწორედ ასეა ტექნოლოგიური სინგულარობის შემთხვევაშიც.არავინ იცის შესაძლებელი გახდება თუ არა , რომ ეს მოხდეს, მით უმეტეს უახლოეს მომავალში“ -ამბობს ტომსონი.

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები