მას შემდეგ, რაც კიანუ რივზმა 46 წლის საცოლე საზოგადოებას გააცნო, ალეჰანდრა გრანტის მიმართ მედიის ყურადღება არ ცხრება. ამჯერად გრანტის ინტერვიუს ბრიტანული „ვოგი“ გვთავაზობს, სადაც რივზის რჩეული დამკვიდრებულ სტერეოტიპებსა და საქმროსთან ურთიერთობაზე საუბრობს:

მე თეთრი თმა მაქვს, ჩემი სიმაღლე 1 მეტრი და 84 სანტიმეტრია, თუ სილამაზის ეტალონებზე ვსაუბრობთ, დიახ, მე არ ვგავარ კიმ კარადაშიანს. ამისთვის ფეხების დაგრძელების ოპერცია დამჭირდებოდა“– ამბობს ალეჰანდრა.

აქვე გრანტი გამომცემლობა X Artists Books-ზეც წერს და ამბობს, რომ ეს მისი და კიანუს ერთობლივი საქმეა. პირველი წიგნი Ode to Happiness 2011 წელს გამოიცა და მისი ავტორი კიანუ რივზია, ხოლო ფოტოებით ის ალეჰანდრა გრანტმა გააფორმა. პოლიგრაფიის გარდა გრანტს ძალიან უყვარს ქორწილების ცერემონიალები. ინტერვიუდან გაირკვა, რომ ის შვიდჯერ იყო მეჯვარე მეგობრების ქორწილში. კითხვაზე, გეგმავს თუ არა კიანუზე დაქორწინებას, გრანტი ამბობს, რომ სიყვარული პირადი თემაა და ამაზე ინტერვიუში არ ისაუბრებს.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05