LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ-5 ძველი სიმღერა, რომელიც კორონავირუსმა კვლავ აქტუალური გახადა

349
B9722992916Z.1-20200320145641-000+GN6FORLQH.1-0

მუსიკა –  თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოთხ კედელში ხარ გამოკეტილი. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში მუსიკისადმი ინტერესმა ერთიორად მოიმატა.

მსოფლიო ჩარტებმა ტოპ-5 საუკეთესო კომპოზიცია შეარჩია, რომელიც იდეალურად ერგება იმ ახალ რეალობას, რომლის წინაშეც თითოეული ჩვენგანი დგას.

„ფორტუნა პლუსი“ კორონავირუსის პანდემიის დროს აუცილებლად მოსასმენ ტოპ-5 კომპოზიციას გთავაზობთ:

5. „ნუ დადგები ჩემთან ასე ახლოს“ – ალბათ, ეს სიტყვები უკანასკნელ პერიოდში ხშირად გითქვამთ, ან გაგიფიქრებიათ მაინც. აღნიშნული კომპოზიცია ბრიტანულ როკ-ჯგუფს, The Pilice-ს ეკუთვნის, რომლის ფრონტმენიც ლეგენდარული სტინგი გახლდათ, სიმღერა 1980 წელს ჩაიწერა.

4. მართალია, რეპერ ეიქონს, გასული საუკუნის ლეგენდარულ მუსიკოსებს შორის ვერ მოვიხსენიებთ, თუმცა ის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰიპ-ჰოპ არტისტი გახლავთ. გულსაკლავი მელოდია, ხმა და მარტოობის იდეა Lonely.

3. ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფის კომპოზიცია, It’s the End of the World as We Know It ალბათ, 1987 წელს მათთვის შეიქმნა, ვისაც 2020 წელს კორონავირუსის პანდემია სამყაროს აღსასრული ჰგონია.

2. ლოგიკურად, სამყაროს აღსასრულის შეგრძნებას, ლეგენდარული ჯონ ლენონის ეპოქალური სიმღერა Imagine და ამ სიმღერაში  წარმოთქმული საოცარი სიტყვები უნდა მოსდევდეს.

1. და ბოლოს, ბრიტანული ჯგუფის, Gerry & The Pacemakers კომპოზიცია You’ll Never Walk Alone საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ ჰიმნია. ის  ბოლო პერიოდში მსოფლიოში, კორონავირუსის  პანდემიის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა. მსოფლიომ ამ სიმღერით თანაგრძნობა იტალიას გამოუცხადა.

აღნიშნული კომპოზიცია მსოფლიოს უამრავ რადიოსადგურის მეშვეობით ერთსა და იმავე დროს გაჟღერდა, მსოფლიო სოლიდარობის აქციას  ,,შენ მარტო არ ხარ” რადიო ჰოლდინგი ,,ფორტუნაც” შეუერთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები