LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Total-მა და Google-მა მზის ენერგიის სახლებში გამოყენების შესაფასებლად ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს

87
page

კომპანიებმა Total და Google Cloud ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს. საუბარია ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც სახლებში მზის ენერგიის გამოყენების პოტენციალს განსაზღვრავს.

„ორმა კომპანიამ საკუთარი გამოცდილება გააერთიანა, რათა ინოვაციური ინსტრუმენტი Solar Mapper შექმნა, რომელიც მიმართულია კერძო სახლებში მზის ენერგიის გამოყენების პოტენციალის შეფასებისკენ“, – ნათქვამია განცახდებაში, რომელიც Total-მა გააკეთა.

Solar Mapper  ხელოვნური ინტელექტის ახალ ალგორითმებს იყენებს, რომლებიც უკეთეს შედეგებს იძლევიან, ამას კი ახალი ინსტრუმენტი თანამგზავრიდან მიღებული უფრო ხარისხიანი მონაცემებისა და სხვადასხვა ინსტრუმენტის ჩართულობით აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები