LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თრეილერი: „პიტერ პენი და ალისა საოცრებათა ქვეყანაში“- ანჯელინა ჯოლი კიდევ ერთ ზრაპრულ როლში

836
Angelina-Jolie

რამდენიმე თვეში, კინოეკრანებზე ახალი, ფენტეზის ჟანრის ფილმი, Come Away – „პიტერ პენი და ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ გამოვა, რომელშიც მთავარ როლებს ანჯელინა ჯოლი და დევიდ ოიელოუოსი ასრულებენ.  ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი „პიქსარის“ პოპულარული ანიმაციის, „მამაცის“ ერთ-ერთი შემქმნელი, ოსკაროსანი ბრენდა ჩაპმანია.

რაც შეეხება ფილმის სიუჟეტს, ის ორი მშობლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც  ერთი შვილი დაეღუპებათ. დარჩენილი ორი შვილი კი ცდილობს, მშობლების ცხოვრებას ახალი აზრი მისცეს, ისინი ამისთვის ზღაპრულ სამყაროს გამოიყენებენ. ოჯახი საოცრებათა სამყაროში მოგზაურობს და ბავშვების დაბრუნებას ცდილობს, საბოლოოდ კი ზღვარი რეალურსა და არარეალურს შორის იშლება.

https://www.youtube.com/watch?v=46fxZlr3Svc&feature=emb_title

ფილმის თრეილერი სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა, აღსანიშნავია, რომ ანჯელინა ჯოლის ცნობა ძალიან რთულია, ის როლისთვის საოცრადაა შეცვლილი. ფილმის „პიტერ პენი და ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ პრემიერა 24 იანვარსაა ჩანიშნული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები