LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმაკიაჟო შარლიზ ტერონი ბიჭუნას სკოლაში აცილებს (ფოტო)

7822
page

44 წლის შარლიზ ტერონი 2 შვილს დამოუკიდებლად ზრდის, მას ძიძა არ ჰყავს, ბავშვების აღზრდაში კი მხოლოდ მისი დედა ეხმარება. მსახიობი პაპარაცების ობიექტივში ხშირად ხვდება, როდსაც შვილს სკოლაში აცილებს.

ამ უქმეებზე მსახიობი უმაკიაჟოდ, ყოველდღიურ ტანსაცმელში გამოწყობილი აცილებდა ბიჭუნას  ჯექსონს, რომელსაც კვლავ გოგოს ტანისამოსი ეცვა. შარლიზი საკმაოდ დაღლილად გამოიყურებოდა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ  7 წლის ჯექსონს გენდერთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ის თავს გოგოდ მიიჩნევს. ცოტა ხნის წინ, შარლიზ ტერონმა განაცხადა, რომ ის 2 ქალიშვილს ზრდის.

„ისინი ისეთები არიან, როგორებიც უნდა იყვნენ“ - შარლიზ ტერონის ვაჟს ისევ კაბა აცვია (ფოტო)

„მე ორი ქალიშვილი მყავს, რომლებსაც მე ყოველთვის დავიცავ, ისინი ისეთები არიან როგორებიც უნდა იყვნენ და თავად აირჩევენ, თუ როგორები იქნებიან“

შეგახსენებთ, მსახიობმა ჯექსონი 2012 წელს, ხოლო გოგონა სახელად ავგუსტი 2015 წელს იშვილა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები