LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ადელს ფერადკანიანი მამაკაცების გაღმერთებისთვის აკრიტიკებენ

196
safe-image

ტელეკომპანია SNL-ზე მორიგი შოუ, „შაბათ საღამოს“ გავიდა. იუმორისტულ სკეჩ-შოუში 32 წლის ადელმა მიიღო მონაწილეობა და სექს-ტურიზმზე გაამახვილა ყურადღება. მისი აზრით, მდიდარი ქალბატონები აფრიკას სწორედ სექსისთვის სტუმრობენ. არტისმა ფერადკანიან მამაკაცებზე საკმაოდ ემოციურად ისაუბრა. სწორედ ეს გახდა საზოგადოების კრიტიკის მიზეზი.

„ნახეთ ფერადკანიანებზე რა ემოციურად საუბრობს“, „ადელს შავები იზიდავს“, – წერენ კომენტარებში.

 

View this post on Instagram

 

The following is a message from the Tourism Board of Africa.

A post shared by Saturday Night Live (@nbcsnl) on

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ადელის ახალი იმიჯი. ვარსკვლავს თმა დახვეული ჰქონდა, კისერზე დიდი ზომის მძივი ეკეთა და სხეულზე ცისფერი მომდგარი კაბა ეცვა. ის შესანიშნავ ფორმაში იყო.

ცნობისთვის, ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ არტისტის ახალი გულისწორი  რეპერი, ჯოზეფ ადენუგაა, ფსევდონიმით სკეპტა. გასულ თვეს კი პაპარაცებმა ჰიპ-ჰოპ არტისტი, კრის ბრაუნი, ადელის ლონდონის სახლთან დააფიქსირეს. კრისი მასთან საღამოს, დაბურულ მინებიანი მანქანითა და დაცვის თანხლებით მივიდა, ბინა კი ღამის 2 საათზე დატოვა.

„ადელი პარალელურ რეჟიმშია“ - კრის ბრაუნმა ადელის სახლში ღამე გაატარა

ზოგი ამბობს, რომ ადელსა და ბრაუნს შორის რომანია გაჩაღებული, ზოგიც აცხადებს, რომ ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები არიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები