LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ახალ ჰუმანოიდს სახეზე ემოციები ეტყობა

78
page

ტექნოლოგიურმა კომპანიამ Engineered Arts ჰუმანოიდი რობოტის, Ameca  ვიდეო გაავრცელა. ის წინამორბედებისგან რადიკალურად განსხვავდება, მას რეალისტური გამომეტყველება აქვს და სახეზე ემოციები ეტყობა. ადამიანის მსგავსი რობოტი გაოცებას გამოხატავს და საკუთარ მექანიკურ ხელებს ინტერესით ათვალიერებს.

ელონ მასკის განცხადებით, „ტესლა“ 2022 წელს რობოტ-ჰუმანოიდს – „ტესლა ბოტს“ შექმნის

Ameca უილ სმიტის მონაწილეობით სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში I, Robot წარმოდგენილ რობოტებს მოგვაგონებს. აღსანიშნავია, რომ რობოტს ამ ეტაპზე სიარული არ შეუძლია, თუმცა მას ეს ფუნქციაც მალე დაემატება.

რობოტს 2022 წელს, სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზეც ვიხილავთ, მისი ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

ახალი ტექნოლოგიები 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები