LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ამიერიდან Google-ში სიმღერას წაღიღინებითაც მოძებნით

60
page

თუკი მელომანი ხართ, ალბათ ბევრჯერ გინატრიათ ინტერნეტში სასურველი სიმღერა წაღიღინებითაც გეპოვნათ და აი, ეს უკვე შესაძლებელია. ამიერიდან, Google-ში სიმღერას წაღიღინებითაც მოძებნით.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ამ ფუნქციისთვის მექანიკური დასწავლის ტექნოლოგია გამოიყენა, რაც, იმას ნიშნავს, რომ სისტემა მომხმარებლისგან ისწავლის და ყოველი შემდგომი ძიების შედეგი უფრო მაღალი ხარისხისა და სიზუსტის იქნება.

ახალი ფუნქცია, iOS-სა და ანდროიდზე, Google-ის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი. ამჟამად, ფუნქცია მხოლოდ ინგლისური ენის მხარდაჭერით სარგებლობს, ანდროიდზე კი ხელმისაწვდომი ენების რაოდენობა 20-ს შეადგენს. სამწუხაროდ, ამ ენების ჩამონათვალში ქართული  ვერ მოხვდა, თუმცა, კომპანია პროგრამაში სამომავლოდ უფრო მეტი ენის შეტანას გეგმას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები