LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბულგარეთში ექიმებს ოპერაციის გაკეთების დროს რობოტები ეხმარებიან

101
1000x563-cmsv2-fccfd8cf-b47b-5460-a6cb-aefeb400f893-5126642

ქალაქ ვარნაში მდებარე წმინდა მარიას საუნივერსიტეტო კლინიკა ევროკავშირის სამედიცინო პროექტის ცენტრი გახდა.

კლინიკა, რომელსაც 1,300 პაციენტის ტევადობა აქვს, ინფრასტრუქტურას მთლიანად ანახლებს და სულ რაღაც 5 წელში მაღალი ტექნოლოგიებისა და კვლევების ცენტრად უნდა გადაიქცეს.

უჩვეულო ტრანსფორმაცია უკვე დაწყებულია და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა საოპერაციოში რობოტების შეყვანით დაიწყო.

მანქანებს რევოლუციური ცვლილების მოხდენა შეუძლიათ, რკინის დამხმარე ექიმს საშუალებას აძლევს რომ ოპერაცია პაციენტთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე ჩაატაროს.

„რობოტების დახმარებით ოპერაციის ჩატარება სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა. პროცედურის დროს პაციენტთან ძალიან ახლოს ხარ და თან გარკვეული დისტანცია გაქვს დაცული“, – განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ნიკოა კოლევმა.

პროექტის ბიუჯეტი 12 მილიონ ევროს შეადგენს, ამ თანხის 85% ევროკავშირის დაფინანსებაა და დარჩენილი 15%–ის მოგროვება ბულგარეთის ფონდებიდან მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მიდგომა პაციენტებსა და ექიმებს ერთნაირად მოსწონთ და საუნივერსიტეტო კლინიკას დიდი იმედი აქვს რომ რობოტიზირებული მედიცინის სფეროში ლიდერი გახდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები