LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: CES 2023-ზე საყურის ფორმის ყურსასმენები წარადგინეს

147
page

Nova H1 აუდიო საყურეები CES 2023-ზე წარმოადგინეს. ერთდროულად ფუნქციური, მოდური და ვიზუალურად ლამაზი მოწყობილობა Directional Sound-ის ტექნოლოგიასაც იყენებს, რომელიც ხმას პირდაპირ თქვენს ყურებს მიაწვდის.

კიდევ ერთი დეტალი, თუ ყური გახვრეტილი არ გაქვთ, არც ესაა დაბრკოლება, რადგან იგი კლიფსის ვარიანტსაც გთავაზობთ. თითოეულ საყურეს მოოქრული ან მოვერცხლილი სამაგრი აქვს, რომელიც ღილაკის მსგავსად მუშაობს, რათა აირჩიოთ სასურველი მუსიკა ან უპასუხოთ ზარებს. მეტიც, Nova H1 აუდიო საყურეები Bluetooth 5.2-თან არის თავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სინქრონიზაცია როგორც iOS-ზე, ისე Android-ზეა შესაძლებელი. ოქროსფერი ვერსია 3.5 საათი მუშაობს, ვერცხლისფრის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებლები 4 და 16 საათს შეადგენს. რაც შეეხება ფასს, საყურის ფორმის ყურსასმენები 595-695 ევროს შეადგენს.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები