LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კადრი ანრი ჯოხაძის კლიპიდან პინკის ახალ ვიდეორგოლში!

2169
#გამონათქვამები

ახლახან გამოვიდა ახალი ჰიტური კომპოზიცია, რომელსაც Rag’n’Bone Man ცნობილი მომღერლის, Pink-ის მონაწილეობით ასრულებს. სიმღერას ინტერნეტში კარგი შეფასებები მოჰყვა.

ვიდეოთი განსაკუთრებულად ანრი ჯოხაძე დაინტერესდა, რომელმაც შენიშნა, რომ ერთ-ერთი ეპიზოდი პინკის ახალ კლიპში მისი გადაღებული ვიდეოდან არის ,,მოპარული”. ეს არის მომენტი, როდესაც კადრში ბუ ჩნდება. თუკი დავაკვირდებით, ეს ეპიზოდი ზუსტად ისეა გაკეთებული, როგორც ეს ანრი ჯოხაძის ვიდეორგოლში სიმღერაზე ,,ცივი ზამთარი”.

ანრიმ ეს მომენტი თავად შენიშნა და ორივე ეპიზოდი ერთ პატარა ვიდეოში გააერთიანა, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა.


როგორც აღმოჩნდა, ასეთი ტიპის კადრები სხვადასხვა საიტზე იყიდება და ვიდეოკლიპებში ის შეიძლება ყველამ გამოიყენოს. ანრის და პინკის კლიპის რეჟისორს ერთნაირი გემოვნება აღმოაჩნდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები