LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კეტრინ ზეტა-ჯონსმა სახლში კარაოკე სტუდია მოაწყო

250
safe-image

50 წლის მსახიობის კეტრინ ზეტა-ჯონსისთვის თვითიზოლაცია ნამდვილ გამოწვევად იქცა. ის „ინსტაგრამ“-გამომწერებს საოცარი ონლაინპერფორმანსებით ხშირად  ანებივრებს.  ყველაფერი ცეკვით დაიწყო, შემდეგ იყო ფორტეპიანოს თანხლებით შესრულებული სიმღერა. მსახიობის ნიჭმა სრულიად ინტერნეტსამყარო აღაფრთოვანა.

ვიდეო: თვითიზოლაციაში მყოფი კეტრინ ზეტა-ჯონსი ამღერდა

„ჭეშმარიტი არტისტი“, „ნამდვილი ვარსკვლავი“ - წერენ სოციალურ ქსელში.

ახლა კი „ზოროს“ ვარსკვლავი ვიდეოს გვიზიარებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ვარსკვლავს სახლში პროფესიონალური კარაოკე სტუდია აქვს მოწყობილი. აბრეშუმის ხალათში გამოწყობილი კეტრინი ელვის პრესლის სიმღერას მღერის.

„ეს ჩემი კარაოკე მოწყობილობაა, რომელიც მზადაა კონცერტისთვის“, – წერს ჯონსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები