LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კომპანიამ Vuzix ჭკვიანი სათვალე წარადგინა

76
page

კომპანიამ Vuzix გაუმჯობესებული ჭკვიანი სათვალე წარადგინა. სათვალე საშუალებას იძლევა ულტრა მცირე პროექტორები მოთავსდეს ჭკვიანი სათვალის ორივე მხარეს. მას სურათის შუშის შიგნით გამოსახვისთვის, რამდენიმე ტექნოლოგია აქვს შერწყმული. შედეგად კი, სათვალეს შეუძლია სტერეოსკოპული, მონოქრომული და ფერადი გამოსახულების პროექტირება ორივე ლინზაზე. ამხელა დატვირთვის მიუხედავად მისი გარჩევა ჩვეულებრივი მხედველობის სათვალისგან შეუძლებელია.

მოწყობილობას Wi-Fi-სა და LTE-ის მხარდაჭერა აქვს, ის ასევე სტერეო დინამიკებსა და ხმაურის ჩამხშობ ტექნოლოგიასაც ფლობს. Android-ისა  და iOS-ის მხარდაჭერა კი მფლობელს ტელეფონის გაკონტროლების საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ Vuzix-ის წინა მოდელი 1 000 დოლარი ღირდა. ახალი სათვალის ფასი და გამოსვლის თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები