LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მერილ სტრიპის ნამღერმა ინტერნეტი დაიპყრო

352
safe-image

70 წლის ლეგენდარულმა მსახიობმა, მერილ სტრიპმა ონლაინ კონცერტში მიიღო მონაწილოება, რომელიც კომპოზიტორის, ბროდვეის უამრავი მიუზიკლის ავტორის, სტივენ სონდჰაიმის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ონლაინპერფორმანსში მას პარტნიორობა ოდრი მაკდონალდმა და კრისტინ ბარანსკიმ გაუწიეს. სამივე ვარსკვლავი ხალათებში ჩაცმულნი ჩაერთვნენ საზოგადოებას და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელიც მიირთვეს. სტრიპმა კოქტეილი სიმღერის პროცესში დაამზადა, ბარანსკიმ კი წითელი ღვინო დააგემოვნა.

სამივე მსახიობმა შესანიშნავი პერფორმანსი შესთავაზა საზოგადოებას, თუმცა, ყველასგან გამორჩეული მაინც მერილ სტრიპი იყო, სწორედ მისმა ეპიზოდმა დაიპყრო ინტერნეტი და საზოგადოებისგან უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა.

https://www.facebook.com/radiofortunaplus/videos/613390019524424