„ნასას“ მიერ მარსზე გაგზავნილი როვერი „შეუპოვრობა“ წითელ პლანეტაზე უკვე დაეშვა.  წინა როვერებისგან განსხვავებით, რობოტი დაშვების სპეციფიკურ ტექნიკას ფლობს, რისი საშუალებითაც წინამორბედი 8 რობოტისაგან განსხვავებით, როვერმა მარსის ზედაპირზე უსაფრთხოდ დაშვება შეძლო. სპეციალური პროგრამის დახმარებით იგი სწორედ იმ კრატერთან დაჯდა, რომლის გამოსაკვლევადაც გაგზავნეს. ახალი მარსმავალი ჯეზეროს კრატერს შეისწავლის, რომელიც შორეულ წარსულში ტბა უნდა ყოფილიყო. „შეუპოვრობა“ წითელი პლანეტის ზედაპირზე სიცოცხლის ნიშნების ძებნას ერთი მარსული წელიწადის (ჩვენი ორი წელიწადის) განმავლობაში განაგრძობს.

ახლახანს ვიდეო გავრცელდა, მარსმავლის წარმატებული დაშვების აღსანიშნავად, ტრანსლაციის დასრულების შემდეგ, ინგლისელი არტისტის, Yungblud-ის მიერ დაქავერებული, ლეგენდარული დევიდ ბოუის კომპოზიცია Life On Mars გაჟღერდა.

კატეგორიები: Hi Tech

მსგავსი თემები