ლანა დელ რეი ახალ ტურნეს აანონსებს, რომელიც სტარტს ალბუკერკეში, 3 ნოემბერს აიღებს, შემდეგი ლოკაცია ნიუ-მექსიკო იქნება, მომღერალი ასევე  დენვერში, ჩიკაგოში და ნეშვილში გამართავს კონცერტებს.

მომღერალმა აგვისტოში უკვე გამოუშვა თავისი უკანასკნელი სტუდიური ალბომი Norman Fucking Rockwell.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი მომღერლები  გაუწევენ პარტნიორობას სცენაზე ლანას, თუმცა ცოტა ხნის წინ, მომღერალს წამოცდა ჯგუფ The Eagles-ის სახელი.

შეგახსენებთ, მომღერალმა საზოგადოებას ცოტა ხნის წინ კლიპი წარუდგინა,  ვიდეოკლიპში ორი სიმღერა, F-k It I Love You და The Greatest ერთიანდება.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები