ბარბარა პალვინი ,,ვიქტორიას სიკრეტის” ანგელოზთა გუნდს შეუერთდა. ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი თავად უნგრელი მოდელისგან გახდა, რომელმაც სიახლის შესახებ ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული ვიდეოთი განაცხადა.

25 წლის ვარსკვლავი, რომელიც ამერიკელ მსახიობ, დილან სპროუსთან ერთად ბრუკლინში ცხოვრობს, პირველად შოუზე 2012, შემდეგ კი 2018 წელს გამოვიდა.

 

View this post on Instagram

 

My preferred pillow 😴

A post shared by Barbara Palvin (@realbarbarapalvin) on

ცნობისთვის, ბარბარა პალვინის სამოდელო კარიერა სტარტს 13 წლიდან იღებს. გოგონა Icon Model Management-ის წარმოამდგენელმა ბუდაპეშტის ქუჩაში სეირნობისას აღმოაჩინა. ახალგაზრდა ლამაზმანს ისეთ მოდის სახლებთან უთანამშრომლია, როგორებიცაა: ,,შანელი”, ,,კელვინ კლაინი” და ,,ჯორჯო არმანი”.

კატეგორიები: შოუბიზნესი