LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წლები? მათ ვინ ითვლის?“ – ასაკშეპარული ბენი Los Angeles Times-ის ფოტოსესიაში დახვეწილი იმიჯით

211
page

WSJ-ისა და Entertainment Weekly-ის შემდეგ, ჯერი Los Angeles Times-ზე მიდგა და ფაქტობრივად ბენ აფლეკი ყოველ კვირა სხვადასხვა გლამურულ გამოცემების გარეკანს ამშვენებს.

ქარიზმის შადრევანი – ბენ აფლეკს ,,რენესანსის ხანა” დაუდგა – უახლესი ფოტოები, რომლებსაც თვალს ვერ მოწყვეტთ 

Los Angeles Times-ის ფოტოსესიაში ბენი სოლიდური იმიჯით გამოჩნდა. მან შავი შარვალი, მწვანე პერანგი და ყავისფერი მანტო მოირგო, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურებოდა. ინტერვიუ ძირითადად მის კარიერასა და ასაკს შეეხო. მსახიობი, რომელსაც 50 წელი შეუსრულდება, თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.

„წლები? მათ ვინ ითვლის?, ადამიანებს, რომლებსაც 50 შეუსრულდა, აღარ ანაღვლებთ, თუ რას ფიქრობენ მათზე სხვები“, – აცხადებს ბენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები