LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi Mi 11-ის გრადიოზული დებიუტი შედგა

71
page

Xiaomi Mi 11-ის გლობალური დებიუტი შედგა. სმარტფონი უახლესი Snapdragon 888 პროცესორითაა აღჭურვილი. მოდელს ახალი ტიპის 55 ვატიანი გალიუმის დამტენი მოყვება. ის ნაკლებად ხურდება და დამუხტვის სისწრაფეც შეუდარებელი აქვს.

რაც შეეხება კამერას, სმარტფონის მთავარი კამერა 108 მეგაპიქსელიანია, 1,9-იანი დიაფრაგმით. მეორე კამერა 13, მესამე, 5 , ხოლო წინა „სელფის“ კამერა  20 მეგაპიქსელიანია.  აღსანიშნავია, რომ სმარტფონის ეკრანში ჩაშენებულ თითის ანაბეჭდის სენსორს პულსის საზომის ფუნქციაც ექნება.

სმარტფონის საწყისი ფასი 799 ევრო იქნება.  შეკვეთების მიღება 26 თებერვლიდან დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები