15 სექტემბერს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული – „ყაზბეგობა 2019” გაიმართება. ცნობილი გახდა, რომ ღონისძიებას ლელა წურწუმია და მაკა ზამბახიძე Nonstop-თან ერთად დახურავენ.

ინფორმაცია ამის შესახებ, კახა მამულაშვილმა იგივე მამულიჩამ გაავრცელა.

,,ყაზბეგში ვფანტავთ” – დაპოსტა ,,ფეისბუქზე” პროდიუსერმა.

შეგახსენებთ, რომ ლელა წურწუმია 50 წლის იუბილეს 4 ოქტომბერს, სპორტის სასახლეში გრანდიოზული სოლოკონცერტით აღნიშნავს. საღამოში მონაწილეობას ნოდიკო ტატიშვილი, რატი დურგლიშვილი და სხვები მიიღებენ.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები