გასულ წელს YouTube-მა საკუთარი ,,ისტორია’’ შეიმუშავა და მოკლე ფორმების სახით, ახალი ვიდეო ფორმატის გამოშვება დააანონსა. ფუნქცია, რომელსაც ,,YouTube ისტორია’’ ეწოდა, თავდაპირველად ხელმისაწვდომი მხოლოდ საიტის შემქმნელებისთვის იყო. საინტერესოა, რომ ივნისში, YouTube-მა განცხადა, რომ ახალი ფუნქცია მალე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ სიახლემ არ დააყოვნა და ფუნქცია, რომელიც Snapchat-ისა და Instagram ,,სთორების’’ შთაგონებით შეიქმნა, სოციალურ ქსელს უკვე მოედო. ფუნქციის უპირატესობა ის არის, რომ ,,ისტორია’’ ერთი კვირის განმავლობაში რჩება, ეს კი მაშინ, როცა ზემოთხსენებულ აპლიკაციებში ,,სთორი’’ ხელმისაწვდომი მხოლოდ 24 საათის განმავლობაშია.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ვიდეოპლატფორმის 10 ათასზე მეტი არხის მფლობელი ამ გზით გამომწერებთან ურთიერთობის ახალ შესაძლებლობებს შეიძენენ, რადგან ,,ფოლოუერები’’ ,,სთორიზე’’ კომენტარის დატოვებასა და ერთმანეთისთვის პასუხის დაბრუნების ფუნქციით ისარგებლებენ.

 

ტეგები: instagram Snapchat youtube
კატეგორიები: Hi Tech

მსგავსი თემები