LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყურსასმენი Beats x AMBUSH® სიბნელეში ანათებს – უცნაური კოლაბორაციის ინსპირაცია ღამის ტოკიო გახდა

75
126266972-3766620586683033-6177740325929937971-n

Dr. Dre–ს კომპანია Beats–მა AMBUSH®–თან ერთად გამოუშვა ყურსასმენების შეზღუდული სერია powerBeats, რომელიც ღამით ანათებს. იუნ ანი, იაპონური ლეიბლის AMBUSH®–ის დამაარსებელი და კრეატიული დირექტორი, ყველაზე უჩვეულო დიზაინის მქონე ნივთების შექმნითაა ცნობილი. ის როგორც წესი, უნი–სექს სტილს ანიჭებს უპირატესობას და ყოველდღიური მოხმარების ნივთებს შთამბეჭდავ იერს სძენს. რაც შეეხება ახალ ყურსასმენს, შთაგონების წყარო გახდა ტოკიოს ღამის ცხოვრება, რომელიც განსაკუთრებული ენერგიით გამოირჩევა.

სარეკლამო კამპანიის სახე კი Burna Boy გახდა, ნიგერიელი მუსიკოსი რომელსაც მუსიკის თავისებური ხედვა აქვს. ვიდეორგოლში ის სხვადასხვა ჟანრებს აერთიანებს და მომავლის მიმართ ძალიან პოზიტიური მოლოდინები აქვს.

მანათობელი ყურსასმენი ბაზარზე გუშინ გამოვიდა და მისი შეძენა 200 დოლარადაა შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები