LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დროის ყველაზე ემოციური ტოპ-10 ტრეკი

358
1461689888-tumblr-n1gsl0LA1q1ts9sfmo1-500

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე უგუნებობა გვიპყრობს. ასეთ დროს მივმართავთ ჩვენს ფლეილისტს და ვეძებთ იმ კომპოზიციებს, რომლებიც დაგვეხმარებიან უფრო ღრმად ჩავიხედოთ საკუთარ ქვეცნობიერში, ან უბრალოდ, შევინარჩუნოთ ეს განწყობა.

არანაირი რომანტიკა – “ფორტუნა პლუსი” ტოპ-10 ტრეკს გთავაზობთ, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ შემოდგომის, მელანქოლიური განწყობა.

?  Linkin Park — Shadow Of The Day

როდესაც “ლინკინ პარკს” ვახსენებთ, ალბათ ყველას ჩესტერ ბენინგტონის მენტალური ჯანმრთელობა გვახსენდება. „დღის ჩრდილი“ – ეს საკუთარ გრძნობებში ჩასაღრმავებლად იდეალური კომპოზიციაა.

https://www.youtube.com/watch?v=XFY8VrVVJ5k

9⃣ WZRD (Kid Cudi) — Teleport 2 Me

უნდა აღინიშნოს, რომ WZRD ყოველთვის საუკუთესო და ხარისხიან ცოცხალ შესრულებებს დებს.

8⃣ The Cure — Boys Don’t Cry

ბრიტანული როკ-ბენდი the cure და “ბიჭები არ ტირიან” – გასული საუკუნის კომპოზიცია, რომელიც ბევრ თქვენგანს ნოსტალგიურ პერიოდს გაახსენებს.

7⃣ Kanye West — Addiction

გადმოვინცავლოთ თანამედროვე ეპოქაში – კენი ვესტის მეორე სტუდიურ ალბომში შესული კომპოზიცია “Addiction.”

6⃣ Moby Why Does My Heart Feel So Bad?

თავისი კოსმოსური, უცნაური ჟღერადობით და არანჟირებით ცნობილი ამერიკელი ელექტრონული მუსიკოსი მობი, რომელმაც თავისი ფსევდონიმი წინაპრისგან, ჰერმან მელვილისგან აიღო, ის მობი დიკის ავტორი გახლავთ. სხვათა შორის, ეს პატარა კაცუნები, თავად მუსიკოსის დახატულია, მისი თქმით, სწორედ ასეთად ხედავს ის საკუთარ თავს.

5⃣ Depeche Mode Useless

მუსიკალური კოლექტივის ალბომი “ultra,” რომელშიც აღნიშნული კომპოზიციაა შესული, ყველაზე რთულად შესაქმნელი ალბომი გამოდგა. ამ პერიოდში ვოკალისტი დევიდ გეენი რთულ ცხოვრებისეულ პერიოდში იმყოფებოდა, ის ოთახიდან არ გამოდიოდა და საწოლის ნაცვლად კუბოში ეძინა.

4⃣ Oasis Dont Go Away

მიუხედავად იმისა, რომ ოაზისს ბევრი მსგავსი, მცირედ დეპრესიული კომპოზიცა მრავლად აქვს, აღნიშნული სიმღერის შინაარსი მაინც ალბათ ყველაზე მელანქოლიურია – “Don’t Go Away…”კომპოზიცია ნოელ გალაგერს ეკუთვნის და ის ჯგუფის ალბომშიო “Be Here Now” არის შესული, რომელიც 1997 წლით თარიღდება.

3⃣ Nirvana Lithium

„თინეიჯერული ამბოხების“ ერთ-ერთი ჰიმნი, კომპოზიცია, რომელიც კურტ კობეინს ეკუთვნის, ის 1990 წელს გამოვიდა. სიმღერა ადამიანზეა, რომელიც სუიციდით შეპყრობილი რელიგიას მიმართავს. სიმღერა ჯგუფის უკანასკნელ სტუდიურ ალბომშია “Nevermind ” შესული.

2⃣ Pixies Where is My Mind

ამერიკული ალტერნატიული როკ-ბენდის კომპოზიცია, რომელიც დღემდე აქტუალურია. ის ვერცხლის სერთიფიკატის მფლობელია. “ჩვენ ერთმანეთს უცნაურ ცხოვრებისეულ ეტაპზე შევხვდით” – აღნიშნული ფრაზა თქვენთვის ალბათ კარგად არის ნაცნობი, ის “მებრძოლთა კლუბის “ საუნდტრეკია, სადაც მთავარ როლს ბრედ პიტი, ედვარდ ნორტონი და ჰელენ ბონემ კარტერი ასრულებს.

1⃣ Underworld — Born Slippy

პირველ ადგილზე გახლავთ კომპოზიცია, რომელიც კიდევ ერთი კინოშედევრის საუნდტრეკია.  ფილმი, სახელწოდებით “ნემსზე”, რომელიც იდეალურად ასახავს ნარკოდამოკიდებულებას, მასთან ბრძოლის პროცესს და მასზე გამარჯვებას.  ათეულს ფილმის სლოგანით ვხურავთ “აირჩიე ცხოვრება.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები