LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში ლეომ ბრედს აჯობა (ფოტო)

236
5d39b019c124b-ObtenerFoto-30

გამოცემა The Hollywood Reporter-მა ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი შეადგინა.

შედეგმა აჩვენა, რომ ლეონარდო დიკაპრიომ ბრედ პიტს აჯობა, რეიტინგში ბრედი ლეოს საგრძნობლად ჩამორჩება.

ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში, ,,ოქროს გლობუსისა” და ,,ოსკარის” ნომინანტი მსახიობი ბრედ პიტი 54-ე ადგილზეა, ხოლო ლეონარდო დიკაპრიო 47-ეზე განთავსდა.

სიის სათავეში სტუდია Disney-ის გენერალური დირექტორი რობერტ აიგერი მოხვდა, რომლის ფილმებმაც 2019 წელს 8 მილიარდი დოლარი მოაგროვა.

რეიტინგში პირველად მოხვდნენ აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი,  წყვილმა რეიტინგში 50-ე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება დანარჩენ მსახიობებს, სიაში რის უიზერსპუნი (37-ე ადგილი), სკარლეტ იოჰანსონი (65-ე), უილ სმიტი (81-ე), ჯენიფერ ლოპესი (92-ე) და მარგო რობი (99-ე) მოხვდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები