LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მდიდარი და ძუნწი: ჯეფ ბეზოსის „ამაზონელი“ თანამშრომლები შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან!

95

კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. თუმცა, 151 მილიარდიანი ქონებაც არ წყვეტს ყველა პრობლემას, რომლებიც მილიარდერის მრავალრიცხოვან კომპანიებში გროვდება. არსებობს შემთხვევები, როდესაც ბეზოსს საკმაოდ სადაო გადაწყვეტილებები მიუღია და მის თანამშრომლებში ნეგატიური რეაქცია გამოუწვევია.

Amazon.com – ონლაინ ვაჭრობის სფეროში უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც შესახებაც მსოფლიოში თითქმის ყველა ადამიანმა იცის. მიუხედავად მისი წარმატებისა და პოპულარობისა, თანამშრომლების არც ისე მცირე ნაწილი კომპანიის პოლიტიკით საკმაოდ უკმაყოფილოა.

16 ივლისს, ესპანეთში აქცია გაიმართა, ქუჩაში Amazon-ით უკმაყოფილო 1800 თანამშრომელი გავიდა. 17 ივლისს პროტესტმა გერმანიაც მოიცვა.

თითოეული მათგანი დაბალ ანაზღაურებას და საკმაოდ ცუდ სამუშაო პირობებს აპროტესტებდა.

Amazon-ის თანამშრომლების ნაწილი შიმშილობის ზღვარზე იმყოფება!

 ჯეფ ბეზოსი – პლანეტის უმდიდრესი ადამიანია. მისი თანამშრომლები საუკეთესოს იმსახურებენ– ნათქვამია მოწოდებებში.

„ამაზონელებმა“ პროტესტის დღედ 16 ივლისი შემთხვევით არ აირჩიეს. სწორედ ამ დღეს გაიმართა Prime Day – ყოველწლიური ფასდაკლების დღე, როდესაც ბევრი პროდუქციის ყიდვა ფასდაკლებით შეგიძლიათ. 16 ივლისსვე, ჯეფ ბეზოსი პლანეტის უმდიდრეს ადამიანად კიდევ ერთხელ დასახელდა.

ბევრისთვის დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ წლების მანძილზე უმდიდრესმა ადამიანმა, ბილ გეითსმა, ბოლო წლებში 93,6 მილიარდი დოლარით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

აქ გასათვალისწინებელი ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია: მთელი ცხოვრების მანძილზე, ბილმა და მისმა მეუღლემ, მელინდამ, თავისი ქონების საკმაოდ დიდი ნაწილი, 35 მილიარდი ქველმოქმედებას მოახმარეს. ბეზოსისთვის ეს სფერო კი შედარებით უცხოა.

არსებობს ინფორმაცია, რომ ორი წლის წინ, ჯეფმა 100 მილიონი გაიღო, ამის შემდეგ მისი ფილანტროპიული კვალი მთლიანად იკარგება.

ცნობილია, რომ უორენ ბაფეტმა და ბილ გეითსმა ჯეფ ბეზოსს ერთხელ შესთავაზეს კამპანიაში „The Giving Pledge“ ჩართვა, რომელიც მსოფლიოს წამყვან მილიარდერებს მოიცავს. Amazon-ის დირექტორმა თავისი ქონების ნახევართან გამომშვიდობება არ მოისურვა და შესაბამისად, ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები