არ გეგონოთ რომ საუბარი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომელიმე ნაწარმოებზეა. სწორედ ასეთი ამბიციური გეგმები აქვს დიდი ბრიტანეთის კოსმოსურ სააგენტოს.

თვითმფრინავები, რომლებიც ლონდონიდან ნიუ იორკამდე მანძილის ერთ საათში დაფარვას შეძლებენ, ცაში შესაძლებელია 2030-იანი წლებიდან ვიხილოთ.

ზესწრაფ თვითმფრინავებს დიდი ბრიტანეთიდან ავსტრალიამდე ჩასაფრენად სულ რაღაც 4 საათი დასჭირდებათ მაშინ, როდესაც დღესდღეობით სტანდარტული ავიარეისის შესრულებას ამ მიმართულებით დაახლოებით 20 საათი სჭირდება.

ახალი თვითმფრინავების საიდუმლო ზებგერით ძრავაში იქნება, რომელიც წყალბადის და ჟანგბადის კომბინაციის მიღების შედეგად მიღებულ ენერგიაზე იმუშავებს და გარდა იმისა, რომ სწრაფი იქნება, ბევრად ნაკლებ ზიანსაც მიაყენებს გარემოს. ზებგერითი ძრავის მქონე თვითმფრინავი ბგერის სიჩქარეზე საშუალოდ ხუთჯერ უფრო სწრაფი იქნება.

სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, მეცნიერთა ჯგუფი უკვე მუშაობს ზებგერით ძრავაზე და მისი პირველი სატესტო ნიმუში სავარაუდოდ 2020-იანი წლების შუაში უნდა გამოჩნდეს.

მსგავსი თემები