LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„11 ივნისს ჩატარდება გრანდიოზული, უპრეცედენტოდ დიდი საქველმოქმედო კონცერტი“ – ვინ იმღერებს უკრაინისთვის

7
maqacariaa

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ტელეწამყვანი და პროდიუსერი, ირაკლი მაქაცარია, რომელმაც პირად ცხოვრებასა და საკუთარ საქმიანობაზე ისაუბრა. 

უკრაინას შენს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი აქვს, გვესაუბრე ამ თემაზე, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

2015 წელს მივიღე ერთ-ერთ სატელევიზიო პროექტში მონაწილეობა და მას შემდეგ მიჰყვა სხვა პროექტებიც, ასევე საიუველირო საქმიანობა, კინო გადაღებები. მე და ჩემმა მეგობარმა დავაფუძნეთ ქართული სავაჭრო სახლი, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას უზრუნველყოფდა, იყო ტყემალი, წვენები, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ყველაფერი გაჩერდა, ახლა თვალს ვადევნებთ იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რუსულ აგრესიასა და ომს. რაც შეეხება საიუველირო ბრენდს, ესეც გაჩერებულია, ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის, თუმცა ბრენდი არსებობს. ამ ბრენდის გადმოტანა საქართველოშიც იგეგმებოდა, თუმცა შემდგომ პანდემიაც დაიწყო. ახლა კი როცა პანდემია დასრულდა, დაიწყო ომი. ამ ეტაპზე სხვა პროექტებზე ვარ გადასული.  მქონდა ინდური ფილმის  მასშტაბური პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ავიაციის გამოყენებას, სპეცეფექტებს, თუმცა როგორც კი ომი დაიწყო, რისკის შეფასება მოხდა პროდიუსერების მხრიდან და ამიტომ ეს პროექტიც დროებით შეჩერდა. ახლა არის რამდენიმე მიმდინარე პროექტი, რომელსაც უახლოეს თვეებში ვგეგმავთ. რატომ ინდოეთი? იმიტომ, რომ წელიწადში იღებენ დაახლოებით 2000-დან 2500 ფილმამდე, არის ძალიან მომგებიანი. მეც მაქვს მიღებული მონაწილეობა ერთ-ერთ ფილმში, თუმცა ეს იყო წუთიერი გამოჩენა და ამას როლს ვერ დავარქმევ. ჩვენ გვაქვს ერთი პროექტი, ეს არის ფილმი „9 ძმა“, პირველი ნაწილის დასრულება გვსურს ამ წელს.

ვიცი რომ არ გიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, მესმის ეს ძალიან კარგად, მაგრამ როცა ხარ საზოგადო მოღვაწე, ეს პირადი სივრცე ყველას,

როცა არაკორექტული რამ იწერება, არ არის სასიამოვნო და გამაღიზიანებელია, თუმცა, ამდენი წლის განმავლობაში გამომიმუშავდა თვისება, აღარ ვაქცევ ყურადღებას, არც სოციალურ სივრცეში ვაქტიურობ. სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაზე დისკუსია არ არის ჯანსაღი, მაგრამ ამას ვერავის დაუშლი. ამიტომ, მეც და ლიზაც ვცდილობთ ნაკლებად ვიაქტიუროთ, ჩვენი ყოველი დადებული ფოტო გადადის ხოლმე სტატიაში და ეს არის გამაღიზიანებელი. მინდა შენი ეთერით ვისარგებლო და ლიზას კიდევ ერთხელ გამოვუტყდე და ვუთხრა, რომ დედამიწაზე ყველაზე ძალიან მიყვარს. ეს არის ჩემთვის შემავსებელი გრძნობა და მინდება, რომ ეს გაუზიარო და ვუთხრა. რაც შეეხება ლიზას დამოკიდებულებას, ის უფრო მგრძნობიარეა, ვთლი, რომ ზედმეტია, როდესაც ადამიანი ფოტოს დებს და ამ ფოტოზე სხვადასხვა სააგენტო სტატიას წერს. ლიზაც ცდილობს ამას დიდი ყურადღება არ მიაქციოს.

სად მოხდა თქვენი პირველი შეხვედრა?

იყო 2020 წლის 21 აგვისტო, როდესაც მე ის პირველად დავინახე, 22 რიცხვში კი მივხვდი, რომ სწორედ ის იყო ის ადამიანი… თავიდან მიმოწერის რეჟიმში ვიყავით, ამ პროცესშიც ვგრძნობდით ინტერესს ერთმანეთის მიმართ. ეტაპობრივად და სასიამოვნოდ განვითარდა ურთიერთობა, რაც მე ძალიან მახარებს.

ძალიან ორიგინალურად სთხოვე შენ მას ხელი, ამ ფოტოებმა მოიცვა ქართული ინტერნეტსივრცე

ხელის თხოვნა მოხდა ძალიან ვიწრო წრეში, არავინ არ იცოდა ამის შესახებ, ერთადერთი თომამ იცოდა, რომელიც მომეხმარა ყველაფრის დაგეგმვაში. იმ დღეს ვუთხარი ოჯახის წევრებსაც.

„პრაიმ შოუზეც“ გვესაუბრე, რა სიახლეები იგეგმება?

,,პრაიმ შოუ” აგრძელებს მუშაობას, თითოეული წამყვანი ზრუნავს, რომ გადაცემის შიგთავსი იყოს ხარისხიანი და იმედია ეს გამოგვდის, ამაზე მეტყველებს რეიტინგებიც. მე და ნოე სულაბერიძემ გავაკეთეთ საქველმოქმედო ფონდი, 11 ივნისს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე სპორტის სასახლეში, ჩატარდება გრანდიოზული, უპრეცედენტოდ დიდი კონცერტი უკრაინისთვის. ჩამოვლენ უკრაინელი არტისტები, რომლებიც თავიანთ კონცერტებზე დარბაზებს ავსებენ. ტინა კაროლი, მონატიკი, ალინა პაში, კასკა, ოლია პალიაკოვა. რა საკვირველია, იმღერებენ ქართველი არტისტებიც, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი,  ჩამონათვალი დიდია… გვეყოლება ვატო კახიძის სიმფონიური ორკესტრი.  საღამოს წამყვანები ვიქნებით მე და მაშა ეფროსინინა. სულ რაღაც ორი დღის წინ დაიდო tkt.ge ბილეთები და მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები და ამით დაეხმარონ უკრაინელ ხალხს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები