LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2025 წლისთვის სხვა ქვეყანაში გადასვლას და სრულიად სხვა პროფესიით დაკავებას ვაპირებ“ – მიშა სულუხია სტუმრად „ვიზიტორში“

120

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი მიშა სულუხია, რომელმაც მსმენელს სამომავლო გეგმები გააცნო.

მოდი, თავიდან დავიწყოთ ყველაფერი…

მუსიკასთან ურთიერთობა ბავშვობიდან დავიწყე. დაახლოებით 5 წლიდან დავიწყე კლასიკური მუსიკალური განათლების მიღება. ეს მუსიკა ძალიან დამეხმარა იმაში, რომ ჩემი მუსიკა ვაკეთო. სხვათა შორის, ალბათ საზოგადოებამ არ იცის ჯერ, თუ რაზე ვსაუბრობ, რა არის ჩემი და რა მინდა. მუსიკოსის გადამოსახედიდან ჩემს თავს უფრო კრიტიკულად ვუყურებ, ამიტომაც დამაგვიანდა საავტორო ალბომების გამოშვება. თუმცა ახლა პროცესში ვარ. მე ვსწავლობდი შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში, ბაროკოსა და რენესანსის მუსიკალურ სკოლაში. სწორედ იქედან ჩამოსვლის შემდეგ მივიღე მონაწილეობა პროექტში და შევასრულე რამშტაინის“ სიმღერა, ჩემმა გარდასახვამ საზოგადოებას ჩემი თავი და შესაძლებლობები სხვანაირად დაანახა.

ვრცლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები