LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ შეიძლება რაღაც გაკეთდეს და მაინცდამაინც კლიპი ეწოდოს“ – სოფო ხალვაში სტუმრად „ვიზიტორში“

2
12342402-1658923571051379-3290799501379673001-n-Copy

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი სოფო ხალვაში, რომელმაც თვითიზოლაციის პერიოდზე, საკუთარ საქმიანობასა და გახმაურებული კლიპის ამბავზე ისაუბრა.

როგორ გაატარე თვითიზოლაციის პერიოდი?

ისე გავატარე თვითიზოლაციის პერიოდი, როგორც ყველამ, სახლში გამოკეტილმა ჩემს შვილებთან და მეუღლესთან ერთად. ბევრი დაფიქრდა ამ ყველაფერზე, ბევრი, ვინც ვერ ახერხებდა საყვარელი საქმის კეთებას დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო, მოახერხა დროის გამონახვა. ყველაფერს ოპტიმისტური თვალით უნდა შევხედოთ და ყველაფერი აუცილებლად ძალიან კარგად იქნება.

თუ შეიცვალა შენს ცხოვრებაში რაიმე ამ პერიოდში?

ალბათ რაღაც ყველასთან შეიცვალა, რაღაცეები სხვაგვარად გადაეწყო. შეიცვალა ის, რომ სახლიდან ვაკეთებდით ყველაფერს, ვიყავით ონლაინრეჟიმზე გადასულები, ბავშვებიც მიეჩვივნენ ყოველივე ამას, იმის კეთება დავიწყეთ, რითიც ადრე არ ვიყავით დაკავებულები. უფრო მეტი დრო დავუთმე შვილებს. ვცდილობდით გვეხატა ერთად, ისედაც ლეპტოპებთან და ტელეფონებთან უწევთ ონლაინ გაკვეთილები და ვცდილობდი, სხვა რამით დამეკავებინა ისინი..

https://www.facebook.com/177114908970670/videos/849450555458675

 

როდესაც აჭარის ტელევიზიაში გადაცემა მიგყავდა, პატარა სკანდალში გაეხვიე, გაგვიზიარე ის გრძნობა, როდესაც ტელევიზია დაგატოვებინეს და უმუშვარი დარჩი…

მე არ მქონდა ცუდი ურთიერთობა აჭარის ტელვიზიის დირექტორთან, რომელმაც ეს ყველაფერი გამაგებინა, ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და ამიტომაც გამოიწვია ჩემში ასეთი მწვავე რეაქცია. ეს ძალიან მტკივნეული იყო, ადამიანთან, რომელთანაც კარგი ურთიერთობა გაქვს და უცებ, მსგავსი რამ ხდება, ძალიან გულსატკენია.
ახლა სრულიად შეიცვალა ჩემი საქმიანობა და გამოგიტყდებეთ, თავიდან ძალიან მეშინოდა, თუმცა შემდეგ ეს შიში წარსულს ჩაბარდა.

რა ხდება შენს მუსიკალურ საქმიანობაში?

პანდემიის დროს ვიდეორგოლი გადავიღეთ, ბიძინა კვერნაძის სიმღერაზე, ეს მისი ბოლო სიმღერაა, გალაქტიონ ტაბიძის ლექსზე. არის მხოლოდ ვოკალი და როიალი, როიალზე პაპუნა შაქრიქაძე უკრავს. ჩავწერეთ „ბრავო რეკორდსში“ ამ ყველაფრის გაორკესტრება მინდა, ჯერ დაუსრულებელია, თუმცა, სახლში ყოფნისას მაინც გავაკეთეთ პატარა ვიდეორგოლი და მგონი კარგი გამოვიდა.

პანდემიის დროს, სოფო ბედიას ინიცატივით ვიდეო კლიპი გავრცელდა, რომელმაც საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, აღნიშნულ კლიპში შენც იღებდი მონაწილოებას, გვესაუბრე ამის შესახებ…

ამ თემაზე ბევრი მისაუბრია და აქაც ვიტყვი, ბევრმა ადამიანმა ეს კლიპი უარყოფითად მიიღო და მე ვიცი რატომაც, მე მათ ვემხრობი, არ შეიძლება რაღაც გაკეთდეს და მაინცდამაინც კლიპი ეწოდოს და სატელევიზიო პრემიერა შედგეს. ეს იყო ტელეფონებით გადაღებული  კლიპი, მისი სერიოზული კუთხით მიწოდება მოხდა მაყურებლისთვის და ამიტომაც გამოიწვია მსგავსი რეაქციები. საბოლოო ჯამში, არც მე მომეწონა ეს კლიპი.

სოფო, რას ეტყვი იმ ადამიანებს, ვინც ამ ხნის მანძილზე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა?

რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, მაშინაც, როდესაც ჩვენ არ ვიცით რა გველოდება წინ, ამ ყველაფრის მიუხედავად იმედი და პოზიტიური განწყობა არასდროს უნდა დავკარგოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები