LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასწორი კვებითა და შიმშილით სხეულში ცხიმის უჯრედების განვითარება ხდება“- სილამაზის აკადემია

13
tato

გადაცემის ლაივი LIVE

სწორი კვება და ვარჯიში – თემაზე სტუმრად მარტა ქარუმიძის საავტორო გადაცემაში “სილამაზის აკადემია” ფიტნეს მენტორი ტატო ბახტურიძე ისაუბრებს.

რას ითვალისწინებს სწორი დატვირთვა ვარჯიშით?

დამწყებისა და სპორტსმენის შემთხვევაშიც ზომიერი ფიზიკური დატვირთვა მნიშვნელოვანია. თუ ადამიანი თავად ვერ განსაზღვრავს ფიზიკურ დატვირთვას, მაშინ ამას უნდა აკონტროლებდეს ინსტრუქტორი. ვარჯიშისთვის კვირაში სამი დღე საკმარისია. თუ ადამიანს სჭირდება ფორმაში ყოფნა და განსაკუთრებული მიზნები არ გააჩნია, არ არის საჭირო კვირაში 7 დღიანი დატვირთვა.

კვება და ვარჯიში…

კვების გარეშე ვარჯიში ნაკლებად ეფექტურია. თუ გვინდა მივიღოთ კარგი შედეგი, აუცილებელია კვების რაციონის დაცვა. სწორი კვების დროს ნახშირწყლები დილით უნდა მივიღოთ, რაც აისახება ჩვენს ენერგიულობაზე.

სამწუხაროდ, დიეტები ჩვენს ქვეყანაში ასოცირდება შიმშილთან, ამის მომხრე რა თქმა უნდა არ ვარ. არასწორი კვების, შიმშილის დროს ადამიანი კარგავს კუნთის მასას, რაც ხელს უწყობს ცხიმის უჯრედების განვითარებას სხეულში. სასურველია მიმართოთ დიეტოლოგს ან ინსტრუქტორს, რომელიც შეგიდგენთ თქვენთვის სასურველ კვების რაციონს. რაციონი დგება თქვენი მონაცემების მიხედვით, წონა, სიმაღლე და ა.შ.

სხვადასხვა დიეტებით ადამიანები იკლებენ სწრაფად, მაგრამ იმატებენ 5-ჯერ მეტს. დიეტების დროს გამოიყოფა სტრესის ჰორმონი, შესაბამისად ეს არ არის სასურველი ორგანიზმისთვის.

პრესის დაყენება არის დაკავშირებული კვებასთან?

ჩვენ ყველა ადამიანს გვაქვს პრესის კუნთები, სანამ კონკრეტულ ზონაზე ცხიმს არ მოვაშორებთ, იქამდე პრესი არ გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები