LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც სკანდალური ვარ, არც ეპატაჟური, თუმცა სკანდალებში მაინც ვეხვევი – ნინუცა მაყაშვილი

4
page

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი, რომლემაც თავის პირად ცხოვრებაზე საკმაოდ გახსნილად ისაუბრა და წამყვანი, გიგა ბატკუაშვილის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ნინუცა და ბავშვობა

საოცარი ბავშვობა მქონდა, დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი, ძალიან კარგი და ლაღი მოგონებები მაქვს. მე-9 კლასიდან ავურიე, არ იყო კარგი სწავლა, პირველი შეყვარებულიც მე-9 კლასში გავიჩინე, ასე რომ  სწავლისთვის დრო არ მქონდა.

პირველი სიყვარული

ჩემი პირველი კოცნა – ეს მე-9 კლასში იყო. რაც შეეხება ნამდვილ, დიდურ სიყვარულს, ვიყავი 16 წლის, სწორედ მაშინ ვიგრძენი, რა იყო სიყვარული და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა… ერთად 2 წელი ვიყავით ის ჩემზე უფროსი იყო, თუმცა დრო რომ გავიდა და გავიზარდეთ, ვეღარ შევეწყვეთ ერთმანეთს და დავშორდით.

პირველი როლი

სანდრო მრევლიშვილმა რუსთაველის თეატრში  სპექტაკლი „კვერცხი“ დადგა და იქ მივიღე პირველი როლი. ჩემი ცხოვრება რაღაც მომენტში აირია, ასე რომ თეატრალურ  სფეროს ჩამოვშორდი. მგონია, რომ ძალიან დაუფასებელი პროფესიაა. მიუხედავად ამისა, ახლა რომ რაიმე როლი შემომთავაზონ, ალბათ უარს არ ვიტყვი.

ტელევიზია

მაესტროდან შემოთავაზება მივიღე, დილის გადაცემა მიმყავდა. ზოგადად, ალბათ ყველა ტელევიზია მოვიარე, ახლა კი რუსთავი 2-ს მივადექი და დილის გადაცემა მიმყავს. როდესაც შემოთავაზება მივიღე, ერთი წამიც არ მიფიქრია, იმდენად მინდოდა ამ კოლექტივში მოხვედრა. არაჩვეულებრივი გუნდია, ჩემმა პროდიუსერმა სრული თავისუფლება მომცა, ასე რომ რასაც მინდა, იმას ვაკეთებ, არც ერთი წამი არ ვთამაშობ კამერის წინაშე, ის ვარ, რაც ვარ. სოციალურ ქსელში შეტყობინებაც მიმიღია, ცოტა დაღვინდიო, თუმცა არა, სანამ ახალგაზრდა ვარ მინდა ვიყო სწორედ ასეთი.

სტილი

ძალიან ბიჭური ვიყავი, ჩაცმის სტილიც ასეთი მქონდა, თუმცა მოხდა რაღაც ჩემს ცხოვრებაში და ქალური გავხდი. მაგრამ ახლა ხან ისეთი ვარ ხან ასეთი, ქალურიც და ბიჭურიც.

ნინუცა და პირადი

ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მხოლოდ ემოციურ ფაქტორზე დაყრდნობით მივიღე, რომელიც არასწორი იყო. ჩვენი ქორწინება 2 წელი გაგრძელდა. შედეგ იყო გარკვეული ურთიერთობებიც და აი ახლა, ნინუცა პირადში არის გადასარევად. ახლა გავიგე, თუ როგორი უნდა იყოს ქალის და მამაკაცის ურთიერთობა.

ნინუცა და სკანდალები

ხშირად ვეხვევი სკანდალებში, თუმცა რატომ ვერ ვხდები, არც სკანდალური ვარ, არც ეპატაჟური, ვარ ჩვეულებრივი გოგო, რომელიც სხვებთან შედარებით ცოტა უფრო მეტად ჩანს საზოგადოებაში.

ნინუცა და სამზარეულო

ვგიჟდები სამსაზრეულოში საქმიანობაზე, მიყვარს ექსპერიმენტებიც, თუკი სხვა გოგოები ტანსაცმელზე გიჟდებიან, მე ქვაბებზე და ტაფებზე მაქვს გართულება. მე თვითონაც ვიგონებ კერძებს, ვისწავლე სუშის გაკეთებაც.

როგორი დედაა ნინუცა

ალბათ და უფრო ვარ, ვიდრე დედა, პატარა ასაკში გავაჩინე შვილი და დედური ინსტინქტი არ მაქვს, ჩემი დედაა გადასარევი დედა, მას აქვს გადაბარებული ყველაფერი.

ნინუცა და ბრენდები

არანაირი ბრენდი არ მაინტერესებს, მთავარია ვიყო კომფორტულად, ზამთარში კი თბილად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები