LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასაკობრივი ზღვარი და თანმდევი პროცესები სხეულის კორექციაში – სილამაზის აკადემია

8
akademia2710

გადაცემის ლაივი LIVE

ასაკობრივი ზღვარი და თანმდევი პროცესები სხეულის კორექციაში, რის მიხედვით ხდება პროცედურების განსაზღვრა – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემის “სილამაზის აკადემია” სტუმარია ექიმი რეაბილიტოლოგი შალვა აბულაძე.

რა ასაკობრივი ჯგუფები განისაზღვრება სხეულის კორექციაში?

განისაზღვრება შემდეგი ასაკობრივი ჯგუფები: 18-27; 27-40; 40-55 წელი.

18-დან 27 წლამდე პაციენტებში ძირითადად გვხდება ცელულიტის ადრეული სტადიები რომელთა სამკურნალოდ მივმართავთ მსუბუქ ჩარევას.

რას გულისხმობს მსუბუქი ჩარევა?

ამ ასაკისთვის პროფესიული ანტიცელულიტური მასაჟი ძალზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც საგრძნობლად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. ამ ასაკის პაციენტებისთვის დამახასიათებელია ცხოვრების სწრაფი ტემპი, კვების რაციონში ხშირ შემთხვევაში სწრაფი კვების ობიექტებია. ხშირია ღამის თევა, თამბაქო, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მიღება. ეს იწვევს სტრესს, სტრესის დროს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება და ხდება საკვების მონელების ტემპის გაუარესება, რაც განაპირობებს როგორც ადრეული ცელულიტის სტადიის ჩამოყალიბებას, ასევე წონაში მატებას. ცხოვრების წესის შეცვლის პირობებში ანტიცელულიტური მასაჟის შედეგი ხანგრძლივი და მყარი იქნება, მაგრამ კურსის დასრულების შემდეგ ხელი უნდა შევუწყოთ სახლის პირობებში თავის მოვლას.

27-40 წლის პაციენტებში ყალიბდება ცელულიტის მყარი ფენა, რომლის მართვა შედარებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ამ ასაკობრივ ჯგუფში ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე მეტ-ნაკლებად კარგია. ახალი მეთოდებით, რომელიც საბედნიეროდ უკვე გვაქვს, 6-8 პროცედურის შემდეგ პაციენტები საოცარ შედეგებს აღწევენ. აქ გამოყენებულია – კავიტაცია, ცხიმის დამშლელი, ხელით მასაჟი, პრესოთერაპია. პროცედურების დასრულების შემდეგ ყველა პაციენტი იღებს პირველად შედეგს, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო უმჯობესდება. პაციენტი ვალდებულია მიიღოს წყლის საკმარისი რაოდენობა და აკონტროლოს კვების რეჟიმი. პროცედურის განმეორება ინდივიდუალურია და ექიმი ყველა პაციენტს აძლევს შესაბამის რეკომენდაციას.

40-55 წლის პაციენტებში გარდა ცელულიტის და არასასურველი ცხიმის არსებობისა შეიმჩნევა ფტოზი (ჩამოშვება), რაც მოითხოვს დამატებით ძალისხმევას წინა ასაკობრივი ჯგუფისგან განსხვავებით. აქ  საჭიროა RF ლიფტინგის დამატება, ასევე კარბოქსი, რაც მოშვებული კანის გამკვრივებაში და ტურგორის დაჭერაში დაგვეხმარება. ყველა ზრდასრული ქალბატონისთვის მსუბუქი ცელულიტი ნორმაა. უახლესი მეთოდები რომლებიც გამოიყენება ჭარბ წონასთან და ცელულიტთან ბრძოლაში არის კავიტაცია, RF ლიფტინგი, კრიოლიპოლიზი, კარბოქსი, პრესოთერაპია, ასევე სწორად შერჩეული პროგრამა სპეციალისტის მიერ და შეუცვლელად ხელის მასაჟი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები