LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბისტროში” კარტოფილსაც ვთლიდი, მაშინ უკვე შვილი მყავდა და ფინანსები იყო საჭირო“ – დუტა სხირტლაძე

10
vizitor-duta-sxirtladze

გადაცემის ლაივი LIVE

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის” სტუმარია მსახიობი და შოუმენი დუტა სხირტლაძე. დუტამ წამყვანის, გიგა ბატკუაშვილის დასმულ შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა და რადიომსმენელს მისი ცხოვრების საინტერესო დეტალებზე უამბო.

დუტა და ბავშვობა

მე ისევ ბავშვობაში ვარ, არ გავზრდილვარ, ვიყავი ძალიან ცელქი, წყნარი და მშვიდი არასდროს ვყოფილვარ, თავიდანვე ვერ ვიყავი ჩემს მატორზე, ბავშვობაში ძალიან მსუქანა ვიყავი. თელავში დავიბადე, გავიზარდე, სკოლა იქ დავამთავრე, თუმცა თბილისში, პლეხანოვზეც ვცხოვრობდი, თეატრთან ახლოს.

დუტა და თეატრი

დავდიოდი რეპეტიციებზე, სექტაკლებზე, თეატრალურ ინსტიტუტში სპექტაკლების პრემიერებზე. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გადაცემა მიმყავდა, როდესაც ამბობენ, ყველგან დუტააო, ეს რეკლამების დამსახურება იყო, იმ პერიოდში ჯეოსტარი მიმყავდა. რასაც ბავშვობაში ვფიქრობდი, ჯერ იმისთვის არ მიმიღწევია, ჩემი თეატრალური კარიერა ახლა იწყება, როგორც ღვინოს სჭირდება დაღვინება, ასეა ყველაფერში. შემოქმედებას რაც შეეხება, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მე განსაკუთრებულს გავაკეთებდი და გავაკეთებ კიდეც. მე და ჩემი ძმა ვმუშაობთ საერთო პროექტზე, სპექტაკლზე, ძალიან მალე კარგ, თელავურ ისტორიას შემოგთავაზებთ.

პირველი როლი თეატრში

ედუარდო დე ფილიპოს აჩრდილებში ვითამაშე, ეს იყო  უნივერისტეტში, შემდეგ იყო სელინჯერის თამაში ჭვავის ყანაში. რუსთაველზე ომი რომ იყო, ჩვენ თეატრში ვიყავით. არასდროს გავჩერებულვართ. მინდოდა, ჩემი თავი როგორც მსახიობს ისე დამემკვიდრებინა, ალბათ  ვნანობ კიდეც, რომ ტელევიზიაში წავედი. ,,ბისტროში” კარტოფილსაც ვთლიდი, მაშინ უკვე შვილი მყავდა და ფინანსები იყო საჭირო. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო წლები თეატრალურ სარდაფს უკავშირდება. სანამ ტელემაყურებელი გამიცნობდა, მანამდე საკმაოდ რთული და მძიმე პერიოდი მქონდა. ყველაფერი გახმოვანებით დავიწყე, „ბლანკოს ქვრივი“, „გვადალუპე,“ „ნაზი შხამი“ და შემდეგ გადაცემა „ვის უნდა ოციათასი“. ძალიან ბევრს ვსვამდი, მაგრამ გადავლახე ეს პრობლემა საზოგადოების და ჩემი მეუღლის დახმარებით.

თუ აგივარდა თავში ასეთი პოპულარობა…

რა თქმა უნდა, ამივარდა, ბევრი შეცდომა დავუშვი, საშინელებებს ვაკეთებდი, მეგობრებთანაც და კოლეგებთანაც ბევრი შემეშალა. იცით, გარემო გექმნება ისეთი, საოცრად  მაცდური. ერთი კარგი თვისება მაქვს, ჩემს შვილებსა და მეგობრებს ჩემი სახელით არ ვასპეკულირებ. მახოვს, ჩემმა შვილმა ბენდი მხოლოდ იმიტომ დაშალა, რომ გაახმაურეს ის, რომ დუტა სხირტლაძის შვილი იყო.

სკანდალში თუ გახვეულხარ?

იყო ერთი, თელავის თეატრთან დაკავშირებით, ვერ გავუგეთ ერთმანეთს, საომრად იქ არ ვიყავი და ამიტომ ავდექი და წამოვედი. ახლა ბედნიერი ვარ, მაქვს ჩემი საქმე, მიხარია რომ პოლიტიკა არ მეხება.

დუტა და სამზარეულო

ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, ჩვენს ოჯახში მუდამ იყო ეს გამოთქმა „კაცი სამზარეულოში”…

დუტა და ბრენდები

რა ბრენდები, სასმელი? აა ჰონდა სკუტერი მყავს :)))) არ ვიცი, რაღაცეები გამიგია, დოლჩე და გაბანა. რამე რომ მომეწონოს, მეორადებშიც ვიყიდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები