LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცუდ კომენტარზე უარესი კომენტარით ვპასუხობ, საშინლად ვაგინებ, შემდეგ კი ვბლოკავ“ -სალომე გოგიაშვილი სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

6
vizitorisalomegogiashvioli

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორი“ სტუმარია ტელეწამყვანი, სალომე გოგიაშვილი, რომელმაც კარიერაზე, პირად ცხოვრებაზე და საზოგადოების მხრიდან წამოსულ კრიტიკაზე ისაუბრა. 

როგორ განწყობაზე ხარ და როგორ გაიარე პანდემიის ორი წელი?

მიუხედავად იმისია, რომ ომიკრონი გვიტევს და საკმაოდ დატვირთული და დაძაბული დღის გრაფიკი მაქვს, მაინც კარგ განწყობაზე ვარ, იმიტომ რომ ვფიქრობ, ღიმილი და კარგი განწყობა ადამიანს შველის. როგორც ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელიაო. ჩემი თავი ვიპოვე ტიკ ტოკზე. შემდეგ ამას თავი დავანებე. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, თუმცა არიან ტიკ ტოკერები, ძალიან ზედმეტი მოსდით, შემაწუხებელია. ახლა ცოტ ცოტას ვამატებ ხოლმე, მხოლოდ ძალიან სასაცილო სკეჩებს ვაკეთებ. ახლა ტელევიზიაზე გადავერთე და ძალიან ჩართული ვარ. მადლობა შალვა რამიშვილს, სწორედ მან შემომთავაზა. ერთჯერადი სიუჟეტი გავაკეთე და ძალიან მოეწონა, მითხრა კი დაბერდიო, მაგრამ დაბრუნდიო. მართლაც საოცარი ხალხი მუშაობს, მთავარია სტაფი, თუ კომფორტულად ხარ, არაფერი დაგეზარება. ასევე მადლობა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მეხმარებოდნენ ტელევიზიის დანაკლისის შევსებაში, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც არ მიმჩნევდნენ, არ ვიცი რატომ. მე ყველაფერი მახსოვს, მორიელი ვარ ზოდიაქოთი და ძალიან ბოღმიანი ვარ.

როგორც ვიცი, ერთ-ერთი ტელევიზიიდან ცოტა სკანდალურად წამოხვედი,

კი, ეს იყო ტელეკომპანია იმედი, არ დავმალავ, ოღონდ კი არ წამოვედი, ცუდად გამომიშვეს, ბოლო სიტყვა ჩემზე იყო, მაგრამ მაინც. ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილება იყო. შემდეგ იყო პაუზა. შემდეგ გავაკეთე ბლოგი, სახელწოდებით „თანამედროვე დედა“,.

შენი აზრით, რატომ არის საზოგადოება შენ მიმართ ასეთი დიდი ინტერესით განწყობილი?

მე მგონია, რომ უბრალოდ ჩემ პირადს არ ვმალავდი, რაც სიმართლე გითხრა, არც თუ ისე კარგია. როდესაც ხარ გულახდილი, ამას საზოგადოების მხრიდან მუდამ კრიტიკა მოსდევს და შემდეგ გული გწყდება. არადა ზოგი, ვინც ძალიან აკადემიურია, არადა ზუსტად იცი რომ სინამდვილეში სრულიად სხვანაირია, ასეთებზე სულ კარგს წერენ. ასეთ დროს ხვდები რომ პირადული არ უნდა გამოიტანო, ძალიან ბევრი არის ბოღმა, არის შურიანი, ზის სახლში, არ არის რეალიზებული, ამ დროს ხედავს სალომე გოგიაშვილს ეკრანზე, შემდეგ დაწერს რომ ცუდი ხარ, უგემოვნოდ გაცვია და ა.შ… რაც შეეხება კრიტიკას, დედაჩემის მეშინია, არ არსებობს გადაცემა რომ რამე არ მითხრას. როგორც კი მორჩება გადაცემა ზარია ხოლმე და მეუბნება, რატომ იჯექი ასეო, ამიტომ სულ რაღაცის გასწორებაში ვარ ხოლმე.

როდის მიხვდი, რომ არ არის რაღაცების აფიშირება კარგი?

უკვე წლებია ამას მივხვდი, ძალიან ბევრს უჭირს და არ არის საჭირო გამოფინო საჯაროდ სად ცხოვრობ, რას ჭამ, რა გაცვია… არამარტო ჩემზე წამოვიდა აგრესია, არამედ ბავშვებზე და ოღონდ ბავშვებს არ შეეხონ. ამიტომ არც ტელევიზიაში და არც სოციალურ ქსელში ბავშვებს არ ვაჩენ. არ მინდა ამდენი ნეგატივი.

ასეთ დროს რა არის შენი თავდაცვის მექანიზმი? რა იღვიძებს შენში?

ასეთ დროს ია ფარულავა იღვიძებს ჩემში. ცუდ კომენტარზე უარესი კომენტარით ვპასუხობ, რომ დაინახოს, რომ მეც ცოცხალი ორგანიზმი ვარ, საშინლად ვაგინებ, რამდენიმე წუთი ვუტოვებ, რომ კარგად წაიკითხოს და შემდეგ ვბლოკავ.

ბოლოს მახსოვს მაშინ ატყდა ამბები, როცა თქვი, რომ წყალი არასდროს დამილევიაო,

წყალი მართლა არასდროს დამილევია, შემიძლია ხატზე დავიფიცო. მე რაც ჩემი თავი მახსოვს, წყალი არ დამილევია. მე და ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ ვიყავით გამოკვლევებზე და როდესაც ექიმმა გაიგო, რომ წყალს არ ვსვამდი, კი ამომხედა რაღაცნაირად, თუმცა მითხრა, რომ არის ასეთი შემთხვევებიო. ასე რომ სხვა რომ სვამს ორ ლიტრს, ეს ჩემზე არ მოქმედებს, სხვა რომ წყალს სვამს, ამის ყურებაც არ შემიძლია.

მრავალშვილიანი დედა ხარ და როგორ ახერხებ ამ ყველაფერს?

ჩემი პირველი და მეორე შვილები უკვე დიდები არიან, მაშო 19 წლისაა, ციბუკა კი 14 წლისაა, მაშო დასავით მყავს, ციბუ კი ვერ გავიგე ვისი შვილია, ჩემი თუ დედაჩემის. იცით, არ არის გადამწყვეტი, მოცემულობა ერთია, არ აქვს უკვე ასეთ სიტუაციაში მნიშვნელობა ერთი შვილი გეყოლება, თუ ოთხი. ზედმეტად გიჟი დედა ვარ. მეგობრების მიმართაც ასეთი ვარ, ზედმეტად ვიცი სიყვარული. მარტო სახლში სცენა რომაა, ყველა რომ დარბის, სულ ასეთი სიტუაციაა. სულ ვამბობდი, მინდა დიდი გრძელი მაგიდა, სადაც ბევრი შვილი, ბევრი შვილიშვილი იჯდება და მგონი ამ გზაზე ვარ. ვგიჟდები საჭმლის კეთებაზე, იმპროვიზაციის უნარი მაქვს საოცარი, ნამცხვრებს ვერ ვაკეთებ მხოლოდ. ჩემი საფირმო კერძია სოკოს წვნიანი მდნარი ყველით, უგემრიელესია.

სალომე და ბრენდები

ძალიან მეგოიმება ისეთი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ თუ შანელი არ აცვია, ის არ არის შემდგარი. ღმერთის წყალობით მაქვს იმდენი საშუალება, რომ შანელიც მქონდეს, დიორიც, მაგრამ, ვერ ვპოულობ ამაში სიამოვნებას. შემიძლია ვიყიდო მაისური ჩვეულებრივ მაღაზიაში და გამაბედნიეროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები