LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ფორჩხიძის და დათუნა მგელაძის ახალი სიმღერა გუდაურზე, რომელიც „RED-CO“-ს ინიციატივით შეიქმნა

გადაცემა „ექსკლუზივში“ სიახლეა – სპეციალურად ფეისბუქ-მომხმარებლებისთვის პროექტის ლაივ-ბლოგი შეიქმნა სახელწოდებით „ექსკლუზივ-ლაივი“ და რომლისთვისაც თვალის დევნება ნებისმიერ მსურველს “ფორტუნა პლუსის” ფეისბუქის საშუალებით შეეძლებათ.

რაც შეეხება სტუდიურ გადაცემას, მისი სტუმრები დათო ფორჩხიძე და დათუნა მგელაძე იყვნენ.  შედგა მათი ახალი დუეტის – „გუდაურში შევხვდებით“ პრეზენტაცია, რომელიც დეველოპერული კომპანია “RED-CO”-ს ახალი გუდაურის განვითარების პროექტის ფარგლებში შეიქმნა.

– როგორ შედგა თქვენი კოლაბორაცია და ვინ იყო ინიციატორი?

დათო: ინიციატორი მე ვარ, ჩვენი დუეტი პირველია, მაგრამ ჩემი და დათუნას თანამშრომლობა დიდ დროს ითვლის, მას „დიდხანს გელოდი“ აქვს ჩემთან ერთად გაკეთებული. ამჯერად ერთად ვიმღრეთ, მთლად Daft Punk თუ ვერა, რაღაც მაინც გამოგვივა (იცინის).

დათუნა: აუცილებელი პირობა იყო, რომ არავითარ შემთხვევაში მოსაწყენი და მელანქოლიური არ ყოფილიყო, არამედ პირიქით.

გუდაურის თემატიკა საიდან წამოვიდა?

დათო: სწორედ ეს იყო მთავარი მესიჯი, რომ გუდაურთან დაკავშირებით გაგვეკეთებინა სიმღერა.

დათუნას როგორ დაუკავშირდი?

– ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მან ჩემი ყურადღება მიიქცია. ბევრჯერ მქონდა სურვილი, რომ ჩვენი გზები გადაკვეთილიყო და მიხარია, რომ სწორედ ახლა მოხდა ეს ამბავი. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ისტორია მხოლოდ ახლა დაიწყო და აუცილებლად გაგრძელდება.

დათუნა, შენ რას იტყოდი დათოსთან თანამშრომლობაზე?

– რა უნდა ვთქვა, როდესაც შემოთავაზება მოდის ადამიანისგან, რომელიც თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალია, იქ ყველაფერფზე ლაპარაკი ზედმეტია. დაუფიქრებლად დავთანხმდი.

რამდენად ახლოს არის შენთან ეს სიმღერა?

– აქ ისეთი ტექსტი არის, რომ ყველაფერი გათვლილია იმისთვის, რომ ჰიტი გახდეს. ტურისტებზეა გათვლილი, ჟღერადობა ყველასთვის მისაღებია და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაჰიტდება.

რამდენად გაამართლებს ეს მიმდინარეობა და რა სეგმენტზე გაქვთ გათვლილი?

– ყველაფერი არის ჩადებული შეძლებისდაგვარად, რაც საჭიროა, რომ ფართო მასებს მოეწონოს. ხალხს მარტივი რამეები მოსწონს და ეს სიმღერა ერთთვიანი ფიქრის შედეგია.

თქვენს კიდევ ერთ დუეტს რამდენად უნდა ელოდოს მსმენელი?

დათო:  რა თქმა უნდა, მაგრამ მომავალში ჩვენი კოლაბორაცია არა კონკრეტულ გეოგრაფიულ ლოკაციას, არამედ უფრო ზოგად თემატიკას მიეძღვნება.

„სახესთან“ რა სიახლეებია, რა ჟანრში იქნება თქვენი ახალი სიმღერები, რომლებსაც „ბითჰარდთან“ ერთად წერთ?

– ვმუშაობთ სიახლეებზე, მთელი დატვირთვა არის  ქართულენოვან სიმღერებზე, თუმცა შესაძლოა უცხოელ მუსიკოსებთან ერთადაც ვიმღეროთ, თუმცა აქცენტი ქართულ სიმღერებზე გაკეთდება.

დათუნა: ერთ რამეს ვიტყვი, ჯერ შავი ვერსია მოვისმინე და თამამდ ვიტყვი, რომ სულ მალე ყველგან ეს სიმღერები იქნება ჩართული.

– ალბომის გამოშვებას ხომ არ აპირებთ?

დათო: რა თქმა უნდა, ბოლოს ეს იქნება, ამისთვის ვმუშაობთ.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

დათუნა: კლიპის გადაღებას ვგეგმავ, რომ იყოს ცოტა საზაფხულო, დაახლოებით ივლისის თვეში რომ შედგეს პრემიერა, სიმღერაც შესაბამისად, საზაფხულოა.

დათო:  იმედი მაქვს, ოდესმე დათუნას სოლო კონცერტზე მოვხვდები. მინდა, რომ ამაზე იფიქრო. მინდა შენი ბევრი ახალი სიმღერა!

– შემოთავაზებები თუ გაქვს?

დათუნა: 9 მარტს მაქვს გამოსვლა ათენში, 13-ში კი – თელ-ავივში.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი