LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დავიწყე ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, მთავარია მონდომება და სტიმული” – ბაჩო ქაჯაია

24
56300108_2698213183527484_3949362371591405568_n

გიგა ბატკუაშვილის საავტორო გადაცემის ,,ვიზიტორი” სტუმარი მსახიობი, ბაჩო ქაჯაია იყო. როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება სერიალის, ,,შუა ქალაქში” შემდეგ და რა შეხება აქვს დღეს თეატრთან – ამ და სხვა ბევრ საინტერესო შეკითხვას ბაჩომ პასუხი ინტერვიუში გასცა.

– მსახიობობა…

ძალიან ღრმა ბავშვობიდან, 8 წლიდან დაიწყო ჩემი ამ პროფესიასთან შეხება. თავიდან ვერთობოდი, თუმცა იმდენად ჩემი გახდა ეს ყველაფერი, რომ სხვა პროფესია ვერც კი წარმომედგინა, რა შეიძლებოდა გამოვსულიყავი.

– შუა ქალაქში, რომელმაც ძალიან დიდი პოპულარობა მოგიტანა…

2007 წლის ზაფხულში შემთხვევით მოვხვდი ,,შუა ქალაქში’’. როცა 8 წლიდან ამ საქმეში ხარ, ყოველთვის ფიქრობ, რომ უნდა მიაღწიო წარმატებას. მე მქონდა, რა თქმა უნდა, პოპულარობის გამოვლინებები, მეტნაკლებად შეჩვეული ვიყავი, შესაბამისად, მოლოდინი მქონდა, რომ თუკი ვიქნებოდი მსახიობი, ვიქნებოდი წარმატებული. ჩემი პირველი სერიალი იყო ,,ცხელი ძაღლი’’, თუმცა ,,შუა ქალაქი’’ იყო ის, რამაც მე როგორც მსახიობი სწრაფად განვვითარდი.

– როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება სერიალის შემდეგ?

იყო ერთწლიანი პაუზა, შემდეგ პროექტი ,,მეგობრები”, TV 11. მაშინ ვიყავი გადართული სარესტორნო ბიზნესში. ვერ ვჩერდები ერთ ადგილას, თუნდაც სხვა ამბავი იყოს. თუ დავინახე ხელჩასაჭიდი თემა, ვცდილობ, რომ რაღაც ყოველთვის ვაკეთო.

– ღამის შოუ ,,პირველზე”…

ჩემი წამყვანობით ჩაწერილმა პილოტმა დაიმსახურა ნდობა, დამტკიცდა პროექტი და დღეს უკვე გავიდა მე-8 გადაცემა, მე-9-ზე ვმუშაობთ. ბევრი რესპონდენტი ამბობს, რომ არ აქვს იუმორის გრძნობა, თუმცა ჩვენ მათთის ისეთ კომფორტს ვქმნით, რომ გადაცემა სახალისო გამოდის.

– დღეს თეატრთან რა შეხება გაქვს?

სამწუხაროდ, დღეს თეატრთან შეხება არ მაქვს. თეატრი მსახიობისთვის იმდენად აუცილებელია, რამდენადაც კინო და ტელევიზია. აბსოლუტურად სხვადასხვა სპეციფიკაა. იმისთვის, რომ იყო კარგი ტელევიზიაში უნდა იყო თეატრში და იმისთვის, რომ კარგი იყო თეატრში უნდა იყო ტელევიზიაში.

– ჯანმრთელობა… 50 კილო დაიკელი….

რომ გითხრა გადავწყვიტე, 50 კილო დამეკლო, მოგატყუებ. დავიწყე ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. მთავარია მონდომება და სტიმული.

– ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძობ თავს?

ყოველთვის, სადაც მიმუშავია იყო ეგ ადგილი ის, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ჩემთვის სამსახური არასდროს არ ყოფილა სამსახური.

– როგორი მამა ხარ?

ძალიან განებივრებული, მეფერებიან, მეხვევიან და მეც გარინდული ვარ. 3 ქალიშვილის მამა ვარ.

– დღეს იუმორი საქართველოში რა დონეზეა?

იუმორის დონე არა მგონია განისაზღვროს. იუმორი არის ისეთი, როგორიც შენ გაქვს. მისი დონე ყოველთვის ისეთია, როგორი დონეც შენ გაქვს.

– რა სიახლეებს უნდა ველოდოთ შენგან უახლოეს მომავალში?

ჯერჯერობით ღამის შოუა კარგად მისახედი, ჯერ პატარაა.

– წამრატებებს გისურვებთ!

გადაცემის აუდიოჩნაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები