LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეში 100 კაცის გადაკოცნა ცოტა ფამილარულიც კი იყო“ – გოდერძი შარაშია

11
news-47110

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ტელეწამყვანი და ჟურნალისტი გოდერძი შარაშია, რომელმაც  პანდემიის პერიოდზე დეტალურად ისაუბრა. 

როგორ მიიღე პანდემიის შედეგად გარკვეული აკრძალვები?

ისევე, როგორც ყველა ადამიანს, გარკვეული დისკომფორტი მეც მქონდა, თუმცა, ამ თვეების განმავლობაში, მე, როგორც ჟურნალისტი არ გავჩერებულვარ და ყოველ დილით ვიჯექი ეთერში, ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო. ყველაზე მთავარი ადამიანებისთვის იყო ინფორმაციის მიწოდება, „იმედის დილა“ ერთი წამითაც არ გაჩერებულა, ჩვენ ყოველ დილით ვისხედით და უახლეს ამბებს ვაწოდებდით საზოგადოებას.

ვფიქრობდით, ვისაც აქვს ინფორმაცია, ის შეიარაღებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ადვილი, იყო შიშიც, როდესაც გყავს ოჯახი, თუმცა ჩვენ ვიმუშავეთ წესების მაქსიმალური  დაცვით. ჩვენ მოვუწოდებდით მაყურებლებს, რომ დაეცვა ყველა ის წესი, რასაც მსოფლიო ჯანდაცვა გასცემდა. ძალიან ბევრი ადამიანი უნდობლად უყურებდა ტელევიზიას და მწერდა ხოლმე რომ ჩემს „ფეისბუკ“ სტასტუსებს ელოდა.

სხვათა შორის, დასაწყისში, როდესაც მოწოდება „დარჩი სახლში“ გაისმა, ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილი დიდი პასუხისმგებლობითა და გაგებით მოეკიდა ამ ყველაფერს და ადამიანები ეზოშიც კი არ გადიოდნენ.

გარკვეული კულტურაც შემოვიდა ჩვენში, დღეში 100 კაცის გადაკოცნა, ცოტა ფამილარულიც კი იყო. ასევე შემოვიდა ონლაინ კულტურაც, მესმის, როდესაც წიგნის წაკითხვა გინდა, გირჩევნია ბიბლიოთეკაში წახვიდე და ისე წაიკითხო, შეეხო წიგნს, მაგრამ არის რაღაცეები, რისი აუცილებლობაც არ არის და ბევრი რამის ონლაინ გაკეთებაც შეიძლება.

სულ ვამბობდი, მოდი „სკაიპით“ ჩავრთოთ სტუმარიმეთქი, მაგრამ არა, მაინცდამაინც წინ უნდა მჯდარიყო. გინახავთ ალბათ „ბიბისისში“ სულ ონლაინ სტუმრები ჰყავთ ხოლმე.

დღეს მხოლოდ ეს შეკითხვები ჟღერს, მანქანაში წინ ჩავსხდებით თუ უკან, როდის ამუშავდება ტრანსპორტი, ზოგიც ამბობს, წინ არჩევნებიაო, იცით რას გეტყვით, კორონამ არც არჩევნები იცის, არც წინ ჯდომა იცის, არც უკან და არც ადამიანებს ეკითხება ცხოვრების წესის შესახებ, ის იბრძვის. ჩვენ კი ვდაობთ, ტრანსპორტი როდის იქნება და მეუღლე ჩაჯდება თუ არა წინ, მეუღლის გვერდით.

ადამიანებო ამერიკაში 24 ათასი ახალი შემთხვევაა და 1000 ახალი გარდაცვლილი, უმძიმესი სტატისტიკაა.
მთავარია ადამიანს როგორი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა აქვს, ერთ ადამიანს შეუძლია 1000-მდე ადამიანის დაინფიცირება.

https://www.facebook.com/177114908970670/videos/191297078682788

 

გოდერძი რაიმე ახალი თუ აღმოაჩინე საკუთარ თავში თვითიზოლაციის პერიოდში?

აღმოჩნდა რომ მეურნე ვარ, მე და ჩემი მეუღლე ვფქრობდით, რა გვეკეთებინა ამ პერიოდში და ბოლოს გამოვიწერეთ ჩითილების თესლები და დავთესეთ აივანზე.

ხომ არ გეგმავ კვლავ რეპორტიორობას დაუბრუნდე?

მინდა სამწუხარო რამ ვთქვა, ჩვენი თაობის ჟურნალისტები გაცილებით უფრო ხარისხიან მასალას, რეპორტაჟებს ამზადებდნენ, მაშინ ბევრად უფრო მცოდნენი იყვნენ, ვიდრე ახლა, თუმცა, ამ თაობამ უფრო მეტი თავისუფლების ფასი იცის.

სამწუხაროდ მე არ მომწონს ის მედია, რომელიც ახლა არსებობს. ყველას ჰგონია, რომ თავადაა ობიექტური, მხოლოდ ზედაპირული ცოდნა აქვთ,  ჩვენ გაცილებით სიღრმისეული ცოდნა გვქონდა. პრინციპში, დრომაც განაპირობა ეს ყველაფერი. ისე,  დიდი სიამოვნებით, დღეში ერთ ორ რეპორტაჟს გავაკეთბდი.

რას უსურვებ საზოგადოებას?

საზოგადოებას მინდა სიმშვიდე ვუსურვო, როდესაც ერთმანეთის გვეშინოდა, ეს პერიოდი გავიარეთ. ერთადერთი სურვილი მაქვს, რომ დავიცვათ უსაფრთხოება, რათა ახალი ტალღა ავიცილოთ თავიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები