LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იქნება რეგიონში ერთ-ერთი ყველზე თანამედროვე მედია ცენტრი“ – თინათინ ბერძენიშვილი სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

9
tinatin-berdzenishvili-mtav

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი, რომელმაც კარიერის საწყისები გაიხსენა და ტელევიზიის გეგმებზეც ისაუბრა. 

შენი ცნობადობა გადაცემა „მეალომანიით“ დაიწყო, მინდა ეს პერიოდი გაიხსენო,

მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, თეატრალური უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა. მივედი სტაჟიორად „სახელმწიფო ტელევიზიაში“, მაშინ ასე ერქვა, ჩემით მივაღწიე ყველაფერს, ახლაც არ დამისრულებია განვითარება. სანამ „მეალომანია“ იქნებოდა, სტუდია „აუდიენციაში“ სხვადასხვა გადაცემა კეთდებოდა. იქ ყველა საქმეს ვთანხმდებოდი, ვშიფრავდი არქივებს. ენთუზიაზმით ვიყავი მუდამ სავსე. სწორედ „აუდიენციაში“ გაჩნდა იდეა მუსიკალური ჰიტ-აღლუმი გაგვეკეთებინა. მაშინ შოუბიზნესი ყვაოდა. ეს იყო ერთგვარი მარათონი, ვინ იქნებოდა მოწინავე პოზიციაზე. შრომა ძალიან დიდი იყო. ღამის თენების გარეშე ვერ ვასწრებდით ხოლმე გადაცმის გაკეთებას.

რადიოც იყო შენს ცხოვრებაში დიდი დოზით,

რადიო დღემდე მიყვარს, ზოგადად წამყვანობაზე არასდროს მიფიქრია, კინო-ჟურნალისტიკა ავირჩიე. რაღაც პერიოდი ვწერდი, ახლაც ვწერ ხოლმე. მიზანი ეკრანზე ყოფნა არ ყოფილა. ყველა ეტაპი გავლილი მაქვს, მონტაჟიც მიზიდავდა.

თუ განგიცდია მარცხი და თუ გქონია იმედგაცრუება ამ გზაზე?

სადაც არის წარმატება იქ არის მარცხი, ტკივილი. პრობლემებისა და დაბრკოლებების გარეშე არ არსებობს. ზოგადად, ადამიანები შეცდომებს მუდამ ვუშვებთ და დავუშვებთ კიდეც მომავალში. მთავარია სწორი რეაგირება და შემდგომ საკუთარ თავში ამ შეცდომის გამოსწორების პოვნა.

ძალიან ბევრ სიახლეს სთავაზობთ მაყურებელს,

დიახ ასეა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ფოკუსირება გვაქვს ყველაფერ ეროვნულზე, ქართულზე. ტელევიზიაში უამრავი ქართული პროდუქტი გვაქვს და ამით ვამაყობთ. ახლა ჩვენი ბადე საკმაოდ მრავალფეროვანია, ზუსტად ვიცით, კიდევ რისი დამატება გვინდა. ახალ სეზონისთვის გვაქვს ბევრი ახალი გადაცემა, ასევე ბევრი „ჰიტებიც“. „მასტერ შეფი“, „აკუსტიკა“ და ა.შ… ჩვენ არ ვაკეთებ პროექტებს მხოლოდ იმისთვის, რომ გავერთოთ. გვსურს საზოგადოებისთვის ღირებული იყოს ეს პროექტები. ძალიან წარმატებული გამოვიდა „შარქთენქი“.  რაც შეხება სერიალებს, მნიშვნელოვანია ქართული წარმოების სერიალების განვითარება, აი მაგალითად.: „სიყვარულს მიღმა“. რთულია, თუმცა შევძელით, ძალიან დიდი ჩართულობაა. ეს არის დრამა, რომელშიც ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანი აღმოაჩენს საკუთარ თავს, ყოველდღიურ პრობლემებს. ასევე „რანინა“, ეს არის ძალიან ძვირფასი პროექტი, ლანა ქუთათელაძე არის ამ ყველაფრის სული და გული. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მუსიკალური კულტურის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია.

შენი აზრით, თუკი ბავშვები „ევროვიზიაში“ ასეთი წარმატებულები არიან, რატომ არ არის უფროსებში ასეთივე შედეგები?

ეს კომპლექსური ამბავია, ძალიან განსხვავდება საბავშვო ევროვიზია დიდების ევროვიზიისგან. კონკურენცია ბევრად დიდია, ვიდრე ბავშვებში, არის გარკვეული პოლიტიკაც. აი მაგალითად, ალბათ ახლა უკრაინა გაიმარჯვებს. მოდი სიმართლე ვთქვათ, ჩვენს ესტრადასაც აქვს გარკვეული პრობლემები, არ იწერება ბევრი სიმღერა. ერთხელ მკითხეს, რამდენი კონცერტი ტარდება დღეში ქვეყანაშიო, მე დავფიქრდი, ბოლოს რა კონცერტი იყო, გამიჭირდა გახსენება. თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი კარგი მომღერალი გვყავს, სია ძალიან დიდია.

როგორც ვიცი, ახალი ადგილას გადავა „საზოგადოებრივი მაუწყებელი“,

შენობის შეცვლა მართლაც ფუნდამენტური სიახლე არის, ამასაც ბმა აქვს შინაარსთან, შენობა ძველი და ამორტიზებულია. 74 წლიდან არაფერი შეცლილა და ეს შემოქმედებით პროცესზე მოქმედებს, ამიტომ დავიწყეთ ახალი შენობის მშენებლობა ჯიქიაზე და 2023 წლის სეზონს გავხსნით ახალ ლოკაციაზე. ამასთან მიმართებაში ბევრი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი. ეს იქნება რეგიონში ერთ-ერთი ყველზე თანამედროვე მედია ცენტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები