,,Hä Djaka არის არარეალური ინსპირაციის წყარო'' - Hä Djaka After-ში

გადაცემა After-ის სტუმარი ალექსანდრე თოდაძე სასცენო სახელით Hä Djaka იყო. ახალგაზრდა დიჯეიმ ,,ფორტუნა პლუსის’‘ მსმენელს ექსკლუზიურად მისი ალბომის 2 ტრეკი შესთავაზა.

– რატომ Hä Djaka?

Hä Djaka არის არარეალური ინსპირაციის წყარო გადმოტანილი რეალურ სამყაროში. თითქოს შეძახილია, რომელიც მხოლოდ მე გამიგია.

– საიდან იწყება შენი მუსიკალური კარიერა?

5 წლის წინ დავიწყე მუსიკის კეთება, პირველი წელი თვითნასწავლად ვითვლებოდი. დავიწყე მუსიკის წერით, 3 წელია, რაც დიჯეინგით დავკავდი. ფროდაქშენის კურსი მაქვს გავლილი.

– რამდენი წლის ხარ?

24.

 

– კოლაბორაცია თუ გაქვს ვინმესთან?

არა. მქონია შემოთავაზებები, თუმცა უინტერესო.

– ალბომი…

6 ტრეკს მოიცავს, არის დაბ-ტექნო, ექსპერიმენტალი. მსმენელი მხოლოდ ერთ ჟანრს არ მოისმენს. ვიყენებ ვოკალს, ჩემს ხმას და სიტყვებს, რომლებსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

წარმატებებს გისურვებთ!

გადაცემის აუდიოჩანაწერი: