LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კბილების მხატვრული რესტავრაცია და ჰოლივუდის ღიმილი – სილამაზის აკადემია

17
qardava-mtav

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის კბილების მხატვრული რესტავრაცია, როგორ კეთდება ჰოლივუდის ღიმილი, ხელოვნური გვირგვინების მოვლა და კბილების გათეთრება – ამ საკითხებზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ნინო ქარდავას სტომატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელმა, თერაპევტმა, ქირურგ-ორთოპედმა ნინო ქარდავამ ისაუბრა.

რა არის კბილების მხატვრული რესტავრაცია?

სტომატოლოგიაში შესაძლებელია რესტავრაციის გაკეთება ორი მეთოდით: პირდაპირი და არაპირდაპირი, ანუ როგორც მაღალი ხარისხის კომპოზიტიური საბჟენი მასალით, ასევე პრეს-კერამიკის ვინირებით. რომელი მეთოდის სჭირდება პაციენტს, რა თქმა უნდა კონსულტაციის შემდეგ განისაზღვრება. პირდაპირი მეთოდით შესრულებულ მხატვრულ რესტავრაციას თერაპიულ ვინირსაც უწოდებენ. ის სრულდება პირდაპირ პირის ღრუში, კბილებს შორდება დაზიანებული ქსოვილები და შემდეგ ხდება მისი კომპოზიტიური საბჟენი მასალით აშენება, ლამაზი ფორმების გამოყვანა, ზომაში გაზრდა, კბილის აღდგენა, ფერის შეცვლა.  ანუ ექიმი თანამედროვე საბჟენი მასალით კბილს აძლევს ლამაზ, სასურველ ფორმას, შესაბამის ზომასა და  ფერს-ანუ მხატვრული რესტავაციით შესაძლებელია კბილის ყველა ანატომიური თავისებურებების გამეორება.

მხატვრული რესტავრაციის მეორე ანუ არაპირდაპირი მეთოდი,  ვინირებაა. ვინირი თხელი ფენის ფირფიტაა, რომელიც ეკვრის კბილის ზედაპირს და მისი დახმარებით შესაძლებელია კბილის ფორმის, დგომის, ფერის შეცვლა. ამ მეთოდით შექმნილ კბილებს უწოდებენ ჰოლივუდის ღიმილს. ასეთი ღიმილს ხშირად სტომატოლოგთან ორი ვიზიტი სჭირდება. ექიმი ამუშავებს კბილებს რესტავრაციისთვის, შემდეგ იღებს ანაბეჭდს, რომლის მიხედვითაც ლაბორატორიაში მზადდება ფაიფურის ვინირები, რომელიც ზემოდან ეკვრის კბილს. ვინირები გამოიყენება: კბილებს შორის არსებული სივრცის დასახურად, ჩამოტეხილი, გაცვეთილი კბილების ფორმის აღსადგენად. ფერშეცვლილი კბილის, ასევე, დიდი ხნის ფერშეცვლილი ბჟენის დროს, კბილების არასასურველი ფორმის შესაცვლელად. ფაიფურის ვინირები საკმაოდ მყარია და მაღალი ესთეტიურობით გამოირჩევა.  თუ რომელი მეთოდით უნდა მოხდეს მკურნალობა, რა თქმა უნდა ეს განისაზღვრება კონსულტაციაზე, პირის ღღუს დათვალიერების შემდეგ. ორივე მეთოდით შესრულებული რესტავრაციები საჭიროებს მოვლას: აუცილებელია წელიწადში ორჯერ კბილების პროფესიოული წმენდის ჩატარება, ირიგატორის გამოყენება.

ხშირ შემთხვევაში პაციენტებს ვინირება და გვირგვინები ერთმანეთში ეშლებათ. რა განსხვავებაა მათ შორის?

ხშირ შემთხვევაში პაციენტს სურს ვინირების გაკეთება, მაგრამ პირის ღრუს დათვალიერების, ასევე 3D ტომოგრაფიის გადაღების შემდეგ ვნახულობთ, რომ კბილის გვირგვინი იმდენად დაშლილია, ან დაზიანებულია, რომ შეუძლებელია მისი საბჟენის მასალით აღდგენა ან ორთოპედიული ვინირების გაკეთება. ასეთ დროს უკვე ვირჩევთ ხელოვნურ გვირგვინებს. ამ პროცედურას ხშირად პაციენტები „გადაკვრასაც“ ეძახიან. რა თქმა უნდა შესაძლებელია როგორც ერთეული გვირგვინების გაკეთება, ასევე ხიდისებრი კონსტრუქციების გაკეთება. თვითონ ხელოვნური გვირგვინები, არის მეტალო-კერამიკის,  ცირკონო-კერამიკის, პრესკერამიკის. გვირგვინები შესაძლებელია გაკეთდეს როგორც ღიმილის ხაზზე ასევე საღეჭ მიდამოში. გვირგვინების ფიქსაციამდე, ხდება კბილების თერაპიული მკურნალობა. ხშირად კითხულობენ გვირგვინების დროს კბილი ცოცხალი რჩება თუ არა. ყველა შემთხვევაში არ არის საჭირო კბილის ასე ვთქვათ „მოკვლა“. დღესდღეობით კბილები მინიმალურად იქლიებაა, რაც წლების წინ არ იყო ასე. შემდეგ ხდება ზომების აღება, დროებითი გვირგვინების მორგება და ბოლო ეტაპი კი უკვეა ლაბორატორიაში დამზადებული მუდმივი კბილების ფიქსაციაა. რა თქმა უნდა პაციენტი არ დადის კბილების გარეშე, ის ატარებს დროებით კბილებს, სანამ ლაბორატოირულად დამზადდება მუდმივი გვირგვინები. რაც შეეხება მათ ფერსა და ფორმას, რა თქმა უნდა პირის ღრუს მიხედვით და ასევე პაციენტის სურვილის გათვალისწინებით ხდება მისი შერჩევა. გვირგვინების დახმარებით შესაძლებელია კბილების დაგრძელება, გათეთრება, ზომაში გაზრდა – კეთდება ისე, რომ პაციენტის ღიმილი კიდევ უფრო ლამაზი გახდეს.

რა არის ეგრეთ ხიდები?

ხიდები ხელოვნური გვირგვინებისგან დამზადებული მოუხსნელი კონსტრუქციაა. შეიძლება შედგებოდეს ორი გვირგვინისგან, ან სამისგან, ან უფრო მეტისგან. გააძნია პირის ღრუს მდგომარეობას. ისინი მაგრდება საყრდენ კბილებზე  ხელოვნური გვირგვინების დახმარებით და მისი დახმარებით ივსება ის ადგილი, იქ სადაც არ არის კბილი. ხიდის დასამზადებლადა გამოიყენება როგორც მეტალო-კერამიკა, ასევე ცირკონო-კერამიკა.  ხიდი შეიძლება ასევე დამაგრდეს იმპლანტზე.

როგორი მოვლა სჭირდება გვირგვინებს?

ნებისმიერი სწორად შესრულებული კონსტრუქცია საკმაოდ გამძლეა. უბრალოდ როგორც ბუნებრივ კბილებს, გვირგვინებსაც სჭირდება მოვლა. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია წელიწადში ორჯერ ვიზიტი ექიმთან, წმენდის ჩატარება, ასევე ირიგატორის, სპეციალური კბილის პასტების გამოყენება.

ორთოპედიაში ასევე ვიყენებთ დენტალურ პროთეზებს, როგორც ნაწილობრივს ასევე მთლიანს. ნაწილობრივს იმ შემთხვევაში, როცა დანაკლისი კბილებია, მთლიანს – როცა ყველა კბილი დაკარგულია. პროთეზიების სხვადასხვა მასალისგან მზადდება. არსებობს უსასო პროთეზებიც, რომლებიც იმპლანტებზე მაგრდება, ასეთ დროს აუცილებელია ერთ ყბაზე მინიმუმ 4 იმპლანტის გაკეთება, რომ მყარად დამაგრდეს პროთეზი.

რა მეთოდით ხდება კბილების გათეთრება და არის თუ არა ისინი საზიანო კბილის მინანქრისთვის?

კბილების გათეთრება ხდება ორი მეთოდით: კაპებით  სახლის პირობებში და კლინიკაში ქიმიურად. სახლის პირობებში გათეთრებისას პაცინეტი იყენებს სპეციალურ კაპას, რომელიც კლინიკაში ანაბეჭდის  აღების შემდეგ მზადდება. შემდეგ მასზე დაიტანს სპეციალურ მათეთრებელ გელს.  მათეთრებელი გელი კბილებზე უნდა მოთავსდეს ექიმის მიერ განსაზღვრული დროით, რადგან არ შეიძლება მისი ხანგრძლივი დროით ტარება. გათეთრება ხდება ნელ-ნელა, გარკვეული დღეების შემდეგ. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ გათეთრებას არ ექვემდებარება ბჟენები გვირგვინები, ხიდები. შესაძლებელია ჯერ კბილების გათეთრების პროცედურა ჩატარდეს და შემდეგ მიღებული ფერის შესაბამისად შეიცვლოს ბჟენი, რათა ყველა კბილს ერთი ფერი ჰქონდეს.

მათ ვისაც კბილები მომენტალური გათეთრება სურს, ამ შემთხვევაში კი ხდება კლინიკაში ქიმიური გათეთრება სპეციალური აპარატით. კბილებზე თავსება სპეციალური მათეთრებელი გელი, რომელიც აქტიურდება ლაზერის სხივით და შედეგი მიიღწევა პროცედურის დასრულებისთანავე და გრძელდება შემდეგ დღეებში.  ორივეს ერთად კომბინაცია ანუ ქიმიურად და კაპებით გათეთრება, უფრო მეტ შედეგს იძლევა. თუ რამდენი ტონით გათეთრდება კბილები, ასევე რამდენხანს გაძლებს შედეგი, ეს რა თქმა უნდა  ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის მინანქრის ფერზე, ასევე მისი კვების რაციონზე, არის თუა რა მწველი და ასე შემდეგ. გათეთრების წინ აუცილებელია პირის ღრუს პროფესიონალური წმენდა, ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადებისა და ქვების მოშორება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები