LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელი გავაწერე და ახლა იუსტიციის სახლიდან მოვდივარ”- შორენა ბეგაშვილი განქორწინდა

11
shorena-begashvili-vizitori

გიგა ბატკუაშვილის გადაცემა „ვიზიტორის” სტუმარია მსახიობი და ფოტომოდელი შორენა ბეგაშვილი, რომელმაც გულწრფელად ისაუბრა უამრავ თემაზე და ამომწურავად გასცა პასუხები წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებს.

როგორი ბავშვი იყო შორენა…

ძალიან მოუსვენარი და უჟმური ვიყავი, არ მიყვარდა ბევრი საუბარი. კარგად ვსწავლობდი, ბავშვობიდან მინდოდა ჟურნალისტობა. პირველი როლი სპექტაკლ „ბურატინოში“ შევასრულე.

ვინ აღმოაჩინა შორენა…

ჩემი თავი ისევ მე აღმოვაჩინე, ეს ყველაფერი კი მეცხრე კლასიდან დაიწყო. მიზანდასახული ვარ და არასდროს ვწუწუნებ გადასაღებს მოედანზე, როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, მაინც მაქსიმალისტურად ვუდგები ჩემს შესასრულებელ საქმიანობას.

თუ გქონია დაბრკოლებები…

თბილისში რუსთავიდან ჩამოვედი, აქ არავინ მყავდა, მარტომ მივაღწიე ყველაფერს და თავს არასდროს არავის ვაჩაგვრინებდი. ყველა დამწყებს მინდა ვურჩიო, მიუხედავად მისი საქმიანობისა, ყოველთვის დაიცავით თქვენი პოზიცია და ნურავის დააჩაგვრინებთ თავს.

სილამაზე – როგორი იყო და როგორი გახდა შორენა…

ადრე ხალხი მალავდა, როდესაც გარკვეული კორექტივები შეჰქონდა საკუთარ სილამაზეში,  მე ვიყავი პირველი, ვინც დაუფარავად გააკეთა ყველაფერი, ახლა უკვე აღარავის უკვირს. რა თქმა უნდა, თუკი რამის შეცვლაა შესაძლებელი უკეთესობისკენ, ეს ცხვირის კორექტირება იქნება თუ სხვა რამ, რატომაც არა. ქალს უამრავი რამ სჭირდება იმისთვის, რომ მოვლილად გამოიყურებოდეს. თუმცა მთავარი მაინც შინაგანი სილამაზეა. რაც შეეხება ბრენდებს და ჩაცმულობას, უხერხულია დავასახელო თანხა, რასაც ჩემს თავს ვახმარ,  არც გარდერობზე ვარ ჩაციკლული, თუ მაქვს საშუალება ვიცმევ.

ოჯახი და მეგობრები…

იყო პერიოდი, როდესაც სამზარეულოში არ ვფუსფუსებდი და მზა პროდუქტებით ვცდილობდი თავის დაძვრენას, ახლა ყველაფერი შეიცვალა, ყველანარი კერძის გაკეთება შემიძლია და ვცდილობ, ჯანსაღი საკვებით ვიკვებო. 21-ე საუკუნის ქალად ყოფნა ძალიან ძნელია, ვფიქრობ, რასაც ვახერხებ, მამაკაცი ვერ შეძლებდა. ზოგადად ყველაზე კომფორტული ადგილი ჩემთვის სახლში და ჩემი დივანია. რაც შეეხება მეგობრებს, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მათ ყოველ ნაბიჯზე ვიძენ, ჩემს მეგობრებში არც ერთი ცუდი ადამინი არ არის.

ევას ამბავი…

სწორედ იმ პერიოდში მივხვდი, რაოდენ ბოროტი შეიძლება იყოს ადამიანი. ინციდენტიდან ორი დღე, სანამ ევას მანახებდნენ, ფსიქოზურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, შემდეგ მოვიკრიბე ძალები და ქვა და რკინა გავხდი.

ჩემს სოციალურ გვერდებზე  არაფერს ვშლი, გადავავლე თვალი იმ პერიოდში სხვადასხვა ადამინის მოწერილებს. ადამიანები მეუბნებოდნენ, ასე რომ იქცევი, იმსახურებ ამ განსაცდელსო, ახლა კი მებოდიშებიან და თავიანთ სისასტიკეს აღიარებენ, თუმცა ახლა გვიანია, არავის ნუგეში არ მჭირდება. ყველაფერი კარგად დასრულდა, ევა ახლა პრველ კურსზეა და ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლება, როგორც ჩემს არჩევანში არ ჩაერივნენ ჩემი მშობლები, ანალოგიურად არ ჩავერევი ევას არჩევანში, მან უკეთ იცის, რა სჭირდება.

პირადი ცხოვრება…

მაშინ გაიგეს ჩემი გათხოვების შესახებ, როდესაც ყველაფერი დასრულდა. ხელი გავაწერე და ახლა იუსტიციის სახლიდან მოვდივარ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები