LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხშირად დასმული კითხვები რინოპლასტიკასთნ დაკავშირებით – სილამაზის აკადემია

23
silamazis-akademia

გადაცემის ლაივი LIVE

ხშირად დასმული კითხვები რინოპლასტიკასთნ დაკავშირებით – გადაცემის „სილამაზის აკადემია“ სტუმარია პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე კალანტაროვი.

როგორი მოთხოვნაა რინოპლასტიკაზე?

რინოპლასტიკა, იგივე ცხვირის პლასტიკური ოპერაცია, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ესთეტიკური ოპერაციაა მთელ მსოფლიოში. ცხვირის ოპერაციას ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ირჩევს. ის პოპულარულია არა მხოლოდ ქალბატონებში, არამედ მამაკაცებშიც. ცნობილია, რომ სასურველი ცხვირის ფორმის მიღებით ადამიანებს ემატებათ თავდაჯერებულობა, რადგან ცხვირი ადამიანის სახის ყველაზე ცენტრალური ნაწილია. სწორედ მის ზომასა და ფორმაზეა დამოკიდებული სახის ძირითადი პროპორციები და ის განსაზღვრავს ადამიანის სახის სახასიათო სურათს.
საქართველოს პლასტიკურ ქირურგიაში რინოპლასტიკა ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციაა. უამრავი ადამიანი იცვლის ცხვირის ფორმას, ზომას, ნესტოების ფორმას, იპატარავებს ცხვირის წვერს, იშორებს კეხს, და ა.შ. შედეგად, უმჯობესდება ცხვირის პროპორციულობა სახის სხვა ნაკვთებთან მიმართებაში და იქმნება დახვეწილი და უფრო მეტად ჰარმონიული გარეგნობა. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ცხვირის ფორმას თან ახლავს სუნთქვის პრობლემაც, შესაძლებელია მათი ერთობლივად გადაჭრა. იგულისხმება, ერთობლივი ოპერაცია, რომლის შედეგადაც გამოსწორდება როგორც ცხვირის გარეგანი ხარვეზი, ასევე, სუნთქვის პრობლემაც.

რომელი ასაკიდან შეიძლება აღნიშნული ჩარევა?
ცხვირის ოპერაციის ასაკის ზედა ზღვარი შეუზღუდავია. ქვედა ზღვარი კი სასურველია არ იყოს 16 წელზე ნაკლები. 16-17 წელი არის ის ასაკი, როდესაც უკვე შესაძლებელია ცხვირის გარეგანი დეფორმაციის გასწორება. თუმცა, თუ პაციენტს აწუხებს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, მაშინ ამ ოპერაციის გაკეთება ადრეულ ასაკშიც შეიძლება.

ცხვირის ოპერაციის სხვადასხვა ტიპები:

  • ცხვირის ასიმეტრიისა და დეფორმაციის კორექცია
  • ცხვირის წვერის ფორმის კორექცია, შევიწროება, აწევა, დაწევა
  • ცხვირის ფრთების ზომისა და ფორმის შეცვლა
  • ნესტოების ზომისა და ფორმის კორექცია
  • კეხის მოცილება
  • პოსტტრავმული ან პოსტოპერაციული დეფორმაციის გამოსწორება
  • რინოპლასტიკა და სუნთქვის პრობლემის გამოსწორება
  • ცხვირის ძგიდის გამრუდების კორექცია
  • ცხვირის პოლიპის მოცილება
  • ცხვირის ნიჟარების კორექცია

რა ხანგრძლივობისაა აღნიშნილი ჩარევა?

ცხვირის ოპერაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათამდეა. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ცხვირის ოპერაცია უმტკივნეულოა, რადგან ის ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში.

რა გვერდითი მოვლნები აქვს რინოპლასტიკას?

ოპერაციამდე, წინასწარ კონსულტაციაზე პაციენტს სინჯავს ქირურგი და უხსნის მას დეტალურ ინფორმაციას ოპერაციაზე. კონსულტაციაზე პაციენტი იღებს ამომწურავ ინფორმაციას ოპერაციის მოსალოდნელ შედეგზე, შესაძლო გართულებებზე და, ასევე, მათი თავიდან აცილების საშუალებებზე. პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტს არ აქვს ტკივილი. დაახლოებით 2 კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნება და თვალების შეშუპება, ისიც არა ყოველთვის.

პაციენტი კლინიკიდან ოპერაციის მეორე დღეს ეწერება. თაბაშირის ნახვევის ტარება საჭიროა საშუალოდ 2 კვირის განმავლობაში. პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს ოპერაციიდან 2 კვირაში უბრუნდება.

საბოლოო შედეგი როდის დგება?

ცხვირის ფორმა დროთა განმავლობაში უმჯობესდება და დაახლოებით 2-3 თვის შემდეგ ის უკვე საკმაოდ დახვეწილია. თუმცა, საბოლოო შედეგების შეფასება ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ ხდება, როცა ცხვირის ფორმირება დასრულებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები