LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოტე ჯაფარიძე: სადებიუტო გამოსვლაში ჰონორარი არ ამიღია

After-ის რიგით 111-ე გადაცემის სტუმარი დიჯეი კოტე ჯაფარიძე იყო.  გადაცემის ფარგლებში შედგა მისი ლაივ-სეტის პრეზენტაცია.

სანამ შენს კარიერას შევეხებოდე, როგორი ახალი წელი გქონდა?
– ძალიან კარგი, ცოტა დატვირთული ვიყავი შემოქმედებითად. ახალი წლის ღამესაც, შობასაც და ძველით ახალ წელსაც ვუკრავდი. ცოტა არ იყოს, დაღლილიც კი ვარ.

როდიდან დაუკავშირდი ელექტრონულ მუსიკას?
– დაახლოებით 5-6 წლის წინ გამიჩნდა „ლტოლვა“ ელექტრონული მუსიკისადმი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი მეგობრები არიან შთაგონების წყაროები ამ შემთხვევაში. დავდიოდი მათ ლაივებზე, ესენი არიან: ლუკა ნაკაშიძე, კობერა, იგივე კობერტი და ა.შ. ამ პერიოდმა თავისი ქნა და ჩემი დაინტერესება გამოიწვია. დავიწყე კლუბებში სიარული, ამ დროს არ მქონდა არც საკრავები, არც ტექნიკა.

ამასთან, გეტყვით იმასაც, რომ ვარ თვითნასწავლი, ძირითადად ცნობილი დიჯეების დაკვრას ვადევნებდი თვალს და სწორედ ისე ავითვისე.

ჩემი პირველი დაკვრა ისევ და ისევ მეგობრების დახმარებით შედგა არტ-კაფე „ჰოუმში“. სადებიუტო გამოსვლაში ჰონორარი არ ამიღია, მაგრამ ამისი პრეტენზია არც მქონდა, მთავარი იყო დამეკრა.

რა მიზანი გაქვს დაკვრის დროს?
– რომ იყოს ჰარმონია, მხიარულება და ხალისი.

– „ჰორუმის“ გარდა თუ უკრავ სადმე?
– პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ „ჰორუმის“ რეზიდენტი გავხდი ზაფხულში. დღესდღეობით ვუკრავ სწორედ იქ და თბილისის სხვა კლუბებში ჩემი ნახვა შეუძლებელია.

კონტრაქტი კრძალავს სხვაგან დაკვრას?
– კი, ერთ-ერთი პუნქტია.

უახლოეს მომავალში როდის გაქვს დეითი?
– თებერვალში მაქვს, ალბათ დასაწყისში ან შუა რიცხვებში, ჯერ არ ვიცი ზუსტი თარიღი.

პროდაქშენის მხრივ თუ აპირებ განვითარებას?
– ამ დროისთვის ვერ, რადგან დრო არ მყოფნის, რადგან სხვა საქმეც მაქვს და იქ ვმუშაობ, თუმცა იმედი მაქვს პროდაქშენს დიდ ყურადღებას დავუთმობ მომავალში.

წარმატებებს გისურვებ.

 

შეგახსენებთრომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი