LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა ყენია სასცენო ფსევდონიმით „ელიზაბეთ ფრისკი“ ახალი სიმღერით სტუმრად „ექსკლუზივში“

9
page

რადიო ფორტუნა პლუსის გადაცემა „ექსკლუზივის“ სტუმარია ლიზა ყენია, სასცენო ფსევდონიმით „ელიზაბეთ ფრისკი“, რომელმაც ახალი სიმღერა Fly დააპრემიერა.

როგორ განწყობაზე ხარ ელიზაბეთ და საიდან მომდინარეობს შენი ფსევდონიმი?

მიუხედავად პანდემიური სიტუაციისა, ვცდილობ კარგი განწყობის შენარჩუნებას. რაც შეეხება ჩემს ფსევდონიმს, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ძირითადად ორ პროდუქტზე ვმუშაობ, ეს არის უცხოური და ქართული, ჩემს რეპერტუარში ჩემს მიერ დაწერილი ინგლისურენოვანი სიმღერები შედის. ვმუშაობ ასევე მეორე პროდუქტზეც, რაც გულისხმობს დედაჩემის, მაია ჯაბუას სიმღერების განახლებულ ვერსიებს, რომელიც ალბომის სახით გამოიცემა. ფრისკი ნიშნავს აქტიურ, ცოცხალ,  ენერგიულ ადამიანს, ეს ყველაფერი ჩემთან საკმაოდ ახლოსაა, თანაც კარგად ისმინება და უცხოური მსმენელისთვის ამ სახელით უფრო საინტერესო ვიქნები.

შენს ახალ სიმღერაზე გვესაუბრე..

რაც შეეხება სიმღერას, ეს სიმღერა ადრე მქონდა დაწერილი. უსაქმურობის ჟამს ვიფიქრე, რატომ იდოს ეს სიმღერა ასე და მტვერი დაედოს, მოდი კლიპს გადავიღებ მეთქი. ჩემი უნიჭიერესი მეგობრებისგან გუნდი შევკარი. წინასწარვე ვიცი, რომ ეს სიმღერა საქართველოს მსმენელისთვის უკვე განწირულია. შეიძლება ბევრმა ტექსტი ვერ გაიგოს. სიმღერის ტექსტის ავტორი თავად ვარ, ის ტოქსიკური ურთიერთობის შესახებაა, როდესაც ერთი მხარე უფრო ბედნიერია, ვიდრე მეორე და ასევე ნარკოდამოკიდებულების თემაცაა გაჟღერებული. რაც შეეხება კლიპს, მასზე ნიკა ჭეიშვილმა იმუშავა ასევე ოპერატორმა, თემო მაჭარაშვილმა, რომელიც ვფიქრობ, რომ საქართველოში ნომერ პირველი ოპერატორია, ამ ადამიანებმა ამ კლიპის შექმნაში უდიდესი როლი ითამაშეს.

https://www.youtube.com/watch?v=vxowh3WejUE

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები