LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასტერის ახალი სიმღერის პრემიერა „ფორტუნა პლუსის“ ეთერში შედგა

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, რომელსაც მასტერად ვიცნობთ, „ფორტუნა პლუსს“ მორიგი სიმღერით დაუბრუნდა. ახალი კომპოზიცია მის რეპერტუარში ხშირად არის, შესაბამისად, ის არცთუ იშვიათად სტუმრობს რაიდოეთერს ახალი ნამუშევრების პრემიერებისთვის.

მასტერმა ახალი სიმღერა ჰიპ-ჰოპ არტისტი N Ice-თან ერთად ჩაწერა. კომპოზიციის სახელწოდებაა „მინდოდა“.

მასტერი:

N Ice-ის ახალი ალბომი იმდენად მომეწონა, რომ პირდაპირ პოსტის საშუალებით მივმართე, მოდი, „მინდოდა“-ს რემიქსი გავაკეთოთ-მეთქი. მეორე დღესვე დავიწყეთ მუშაობა. ეს სიმღერა მანქანას ძალიან უხდება. უამრავი ადამიანი იღებს ვიდეოს მანქანაში და მერე მიგზავნიან. მგონი, პირველი რეპერი გოგოა, ვისთანაც დუეტი მაქვს.