LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა ცინცაძე და გიგა ცინცაძე ახალი მუსიკალური პროექტის, Maikeru პრემიერით „ფორტუნა პლუსში“

20
vizitori21119

გადაცემის live

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმრები არიან „ახალი შაბათის შოუს“ წამყვანი, მიშა ცინცაძე და მისი ძმა, გიგა ცინცაძე, რომლებმაც ახალი მუსიკალური პროექტის, Maikeru შესახებ ისაუბრეს, სიმღერები დააპრემიერეს და მსმენელს სამომავლო გეგმებიც გაანდეს.

მიშა, როგორც ვიცი შენი სატელევიზიო კარიერა აჭარის ტელევიზიიდან დაიწყო,

დიახ, ასეა, ძალიან ბევრი გადაცემა მიმყავდა, დილის გადაცემაში სიუჟეტებს ვაკეთებდი, კულინარიული რუბრიკაც მიმყავდა, მქონდა საბავშვო, სპორტული გადაცემები. შემდეგ იყო „რუსთავი 2“- ში „კომედი შოუ“, ასევე სერიალის, „ალუბლების ქუჩა 13“- ის  პროდიუსერი გავხდი.

როგორ მიიღე „მთავარ არხზე“გადასვლის გადაწყვეტილება?

ეს გადაწყვეტილება ყველამ რთულად მივიღეთ, იმიტომ რომ ერთი გუნდივით ვიყავით და გულდასაწყვეტი იყო, თუმცა ცხოვრება გრძელდება.

ბოლო პერიოდი მუსიკალური კუთხით უფრო გააქტიურებული ხარ, როგორ მოხდა შენი ახალი პროექტის შექმნა?

მიშა: დიახ, 2014 წელს „კომედი არხზე“ „სოლო-ხუთეული“ გავაკეთე, ბოლს 130 კლიპზე მეტი მქონდა გაკეთებული. რა თქმა უნდა, არის რაღაც უცხოური სიმღერები, რომლებსაც მართლა ვერ გადმოაკეთებ. გამოცდილების ამბავია მაინც ყველაფერი.

გიგა: მუსიკასთან შეხება ბავშვობიდან მქონდა, ოჯახში ყველა მუსიკოსები არიან. 2018 წელს დავიწყე ყველაფერი, სცენის კომპლექსი მქონდა. მიშას ჩემს განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს. პროგრამაც მიშასგან ვიცი, შემდეგ თვეობით სახლში ჩავიკეტე, და აი, ამ პროცესში საკუთარი თავი ვიპოვე, შემდეგ კი სიმღერების აქტიური წერა დავიწყე. შემდეგ იყო ბენდები, ბევრთან დამიკრავს.

მიშა: გიგას საკუთარ თავზე უკეთ ვიცნობ, მას ,,ჩაციკვლები” ახასიათებს, ტანვარჯიში, ფეხბურთი… შემდეგ იყო „ქაუნთერის“ ჩაციკვლა და აი, შემდეგ წამოვიდა მუსიკა.

საიდან წამოვიდა ახალი მუსიკალური პროექტის შექმნის იდეა?

მიშა: ასაკი რომ გემატება ნოსტალგია მატულობს ხოლმე, რეტრო-სტილი ყოველთვის გემოვნებიანია, ამიტომ გადავწყვიტეთ ასეთი პროექტი, სიმღერა რეტრო იქნება, ტექსტიც, ჟანრობრივად იქნება ძველი, თუმცა იქნება გათანამედროვებული.

გიგა: რაღაც ახლის გაკეთება გვინდოდა, ჰიპ-ჰოპი მეც ძალიან მომწონს და მიშასაც, ამიტომ ჰიპ-ჰოპის ელემენტებიც შევურიეთ. სინთეზში მოვიყვანეთ ეს ყველაფერი და ჰიპ-ჰოპ რეტროს მივაგენით.

მიშა: პროექტის სახელწოდება ცოტა რთულად დასამახსოვრებელია, „მაიკერუ“

გიგა: ჩვენ ორივეს ძალიან მოგვწონს იაპონური კულტურა, „თრანსლეითში“ მიშა გადავთარგმნე და მაიკერუ გამოვიდა, ანუ მიშა იაპონურად არის მაიკერუ.

პროექტის სამომავლო გეგებზე გვესაუბრეთ

მიშა: უკვე 4, 5 ტრეკი გვაქვს, რომელსაც პარალელურად ვამუშავებთ, ეს არის ერთი კონკრეტული პროექტი, როცა მივხვდებით, რომ ამან ამოწურა თავისი თავი, შემდეგ სხვა რამეს მოვკიდებთ ხელს, სხვა ჟანრს. ჯერჯერობით ამან დაგვაინტერესა. ტექნიკურად, რა თქმა უნდა გვეხმარებიან, მაგრამ იდეა ჩვენია.

გიგა: ჩვენ ფუნქციები არ გვაქვს გადანაწილებული, ხან მიშა ზის პიანოზე, ხან მე ვუკრავ ბას გიტარაზე, ერთობლივად ვაკეთებთ ყველაფერს.

მიშა: ჩვენი პირველი სიმღერა „კაბა“ ჩვენ „იუთუბ“ არხზე დევს. კლიპებს ვიდეო არტები, ვიდეოჩანახატები ვამჯობინეთ.

გიგა: ეს ხუთი სიმღერა, რომლებიც მიშამ ახსენა, ეს ყველაფერი დავწერეთ ზაფხულის პერიოდში, ბათუმში, ისე უცბად აეწყო ყველაფერი. ყველა პლატფორმაზე დევს, „სპოთიფაიზე“, „ინსტაგრამზე“, „იუთუბზე“, „ტიკ ტოკზე“,  ეს ძალიან კარგია.

მეორე სიმღერის შესახებაც გვიამბეთ

მიშა: ეს სიმღერაც ბათუმში შევქმენით, ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტი „უკულელე“. პატარა გიტარას ჰგავს, მას 4 სიმი და სპეციფიკური ჟღერადობა აქვს, ეს არის ჰავაის ნაციონალური ინსტრუმენტი, სწორედ „უკულელეზე“ დაიწერა ეს სიმღერა. რაღაც მსუბუქი „ბონსა ნოვაა“ ჰიპ-ჰოპის ელემენტებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები