LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მომინდა აჩიკოსთვის დამემტკიცებინა, რომ მე მხოლოდ გაპრანჭული გოგო არ ვიყავი და ბევრი რამის გაკეთება შემეძლო” – ხატია შამუგია სტუმრად ,,ვიზიტორში”

14
xatia-shamugia

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ხატია შამუგია, რომლემაც წამყვანთან, გიგა ბატკუაშვილთან თვითიზოლაციაში გატარებული პერიოდი გაიხსენა, ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და გაგვიზიარა, თუ როგორ შეუთავსა სამსახურს დიასახლისობა.

რა შეცვალა პანდემიამ შენს ცხოვრებაში, რაიმე ახალი ნიჭი ხომ არ აღმოაჩინე?

თვითიზოლაციის პერიოდი ძალიან ბევრმა ადამიანმა ძალიან რთულად გადაიტანა, თუმცა, მე ეს პერიოდი საკმაოდ მარტივად და მსუბუქად გავიარე. ალბათ დადებითიც მომიტანა, გამომდინარე იქედან, რომ  18 წლიდან ვმუშაობ, იმ დროიდან მოყოლებული ამდენი ხანი სახლში არ გამიტარებია.

უკეთ გავიცანი საკუთარი სახლი, მოვირგე მენეჯმენტი, ვალაგებდი ყოველდღიურად და საკუთარ თავს საქმე გამოვუჩინე. როდესაც ვიძინებდი, ვიძინებდი მიზნით, თუ რა უნდა გამეკეთებინა შემდეგ დღეს. ერთ დღეს ერთი ოთახის კარადას ვალაგებდი, მეორე დღეს მეორე ოთახის კარადას. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 თვე გავიდა, ჩემი ოთახის კარადამდე ჯერ არ მივსულვარ.

მუშაობითაც ინტენსიურად ვმუშაობდი, ბევრი საქმე მქონდა და საბედნიეროდ, ისეთ ადგილზე ვცხოვრობ, საბურთალოზე, სადაც ყველაფერია.  როდესაც მანაქანები აიკრძალა, მაინც ვახერხებდი სიარულს. ფეხით სიარულს შევეჩვიე და ეს ყველაფერი ძალიან მომწონს. ახლაც, როდესაც მოვრჩები ინტერვიუს, სოლარიუმში ფეხით უნდა წავიდე.

თვითიზოლაციის პერიოდში 8 საათისთვის დაქალობა ვიპრანჭებოდით, ვიკეთებდით მაკიაჟზს და ჭიქით ხელში ვიკრიბებოდით ვირტულაურად. ახალი მეგობრები მაღაზიის რიგებშიც გავიჩინე, ზოგჯერ რიგში,  როდესაც სოციალურ დისტანციას არ იცავდნენ, ჩხუბიც მომდიოდა ხოლმე.

სამსახურს დიასახლისობაც შევუთავსე და ჩემს თავში დიასახლისი აღმოვაჩინე. სანამ დედა არ გარდამეცვალა, პურიც არ მქონდა დაჭრილი, არაფრის გაკეთება არ ვიცოდი. მისი გარდაცვალების შემდეგ ახალი ცხოვრება დავიწყე. მე ვიყავი დედისერთა გოგო, რომელსაც ატუტუცებდნენ, მე მხოლოდ ის მევალებოდა, რომ კარგად მესწავლა. ამ თვითიზოლაციამ კი ეს ყველაფერი დააგვირგვინა, აღდგომაზე კვერცხებიც მე შევღებე, ჩაქაფულსაც ვაკეთებ და ახლა დესერტებზეც გადავედი. უკვე ამბიციაც გამიჩნდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ არსებობს „არ ვიცი“ და „არ შემიძლია“.

მე და ნიკუშას პირობა გვაქვსს დადებული, რომ თუკი სურს კვირაში ერთხელ გამოიძახოს საჭმელი, კვირაში ერთხელ ჩემი გაკეთებული წვნიანი უნდა ჭამოს. აჩიკო მეუბნებოდა ხოლმე, ირლანდია საშენი ქვეყანააო, აქ ყველაფერი გამზადებული იყიდებაო და მომინდა დამემტკიცებინა, რომ მე მხოლოდ გაპრანჭული გოგო არ ვიყავი და ბევრი რამის გაკეთება შემეძლო. ახლა ის აღფრთოვანებულია.

წესით ივლისში, ცხელი ქვეყნიდან გრილ ქვეყანაში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ცხოვრებაში რაღაცეები იცვლება და პირიქით მოხდება, ძალიან მიხარია, რომ ის ჩამოვა აქ. მაგრამ ის დიდი ხანი ჩვენს ქვეყანაში ვერ გაძლებს, მე ვერ დავსჯი მას, რომ  აქ გააგრძელოს ცხოვრება.

https://www.facebook.com/177114908970670/videos/2078319292313166

რას გააკეთებ ამ ყველაფერის დასრულების შემდეგ, როგორ გაშლის ხატია შამუგია ფრთებს?

ჯერ, პირველ რიგში ერთ ფრთას ხვალ გავშლი, როდესაც თმას შევიღებავ და მელირებას გავიკეთებ. სხვათა შორის, სახლში მე თვითონ ვიღებავდი თმას. და აი ბოლომდე ორივე ფრთას მაშინ გავშლი, როდესაც ფიტნეს ცენტრები და აუზები გაიხსნება, იმიტომ რომ მე 14 წელი აკვააერობიკაზე დავდივარ.

ფრთებს ბოლომდე კი მაშინ გავშლი, როდესაც იმ იერს დავიბრუნებ, რაც covid-19-მდე მქონდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები