LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

One Republic ევროპულ ტურნეს სწორედ საქართველოდან დაიწყებს – ტატო ხარჩილავა „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი კონცერტების დეტალებით

11
tato-xarchilava-vztrrrs

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემის EXCLUSIVE  სტუმარია „ბლექ სი არენას“ დირექტორი ტატო ხარჩილავა. სტუმარმა გადაცემაში „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილ ორ მნიშვნელოვან კონცერტზე ისაუბრა და საინტერესო დეტალები გაგვიზიარა.

18 ივლისს, ქართველი მსმენელის წინაშე „ბლექ სი არენას“ სცენაზე ცნობილი გიტარისტი, მუსიკოსი და პროდიუსერი ნაილ როჯერსი, ჯგუფ CHIC-თან ერთად წარდგება.

ნაილ როჯერსმა მოღვაწეობის განმავლობაში, მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. ის  „გრემის“ სამგზის მფლობელია. როჯერსს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, მადონა, მიკ ჯაგერი, ლედი გაგა, Daft Punk, Duran Duran და სხვები…

სულ რაღაც ერთი თვეა, რაც აღნიშნული არტისტი დავაანონსეთ. როგორც ჩანს, თავდაპირველად, საზოგადოებას სხვა მოლოდინები ჰქონდა, თავიდან თითქოს ნეგატიური შეფასებებიც იყო, თუმცა, ახლა საზოგადოებამ კარგად გაიგო, თუ ვინ არის და რას წარმოადგეს არტისტი და დარწმუნებული ვარ, ქართველი მსმენელი მას დიდი ინტერესით  ელის.

ნაილ როჯერსის ლაივში მოსმენა კიდევ სხვა საფეხურია, ის უსაზღვრო ენერგიის მატარებელია, ასაკის მიუხედავად, ის არაჩვეულებრივ პერფორმანსებს მართავს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკოსი ბევრ კონცერტს არ მართავს. სხვათა შორის, მას შემოთავაზება ჰქონდა, საქართველომდე, ან მის შემდეგ, თურქეთში, სატამბოლში გაემართა კონცერტი, თუმცა უარი განაცხადა და მხოლოდ საქართველოში ჩამოდის.

შემსრულებლის არჩევისას, იყო თუ არა გათვალისწინებული მსმენელის სურვილი, თუ თქვენი არჩევანი მხოლოდ კომერციული გათვლა იყო?

ქართველი მსმენელი ითხოვდა Daft Punk, ფარელ უილიამსს, ჩვენ კი ავდექით და საზოგადოებას ნალ როჯერსი შევათავაზეთ, რომელიც უამრავ ვარსკვლავს აერთიანებს. რა თქმა უნდა, იყო კომერციული გათვლაც, იმიტომ რომ ყველაფერი საბოლოოდ მაინც  კომერციამდე მიდის.

რა კონცეფციის იქნება თავად კონცერტი?

ეს კონცერტი 35 წელზე ზევით ადამიანებისთვის იქნება გათვილი. არტისტი  70, 80, 90-იანი წლების ერთგვარ შეჯამებას შემოგვთავაზებს, შეასრულებს ყველა ჰიტს და საოცრად ნოსტალგიურ კონცერტს გამართავს. შესრულდება ისეთი ჰიტები, როგორებიცაა:  დევიდ ბოუვის Let’s Dance, დაიანა როსის Upside Down, მადონას Like A Virgin და ასევე Daft Punk-ის Get Luckyრაც შეეხება ბილეთებს, მათი გაყიდვა უკვე დაწყებულია, ფასი კი 100-დან 250-ლარამდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ გაყიდვაში 100 ლარიანი ბილეთი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. ბილეთების შეძენა „ბლექ სი არენას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

ახლა მეორე კონცერტის დეტალების შესახებ გვესაუბრე…

შემდეგი თარიღი არის 10 ოქტომბერი, ქართველი მსმენლის წინაშე მერიკული პოპ-როკ ბენდი One Republic წარსდგება. ის 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ჯგუფის ფრონტმენი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტის მონაწილე გახდა: მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce, Adele, Maroon 5 და Leona Lewis-ის დისკოგრაფიაში მოხვდა.

ეს დამთხვევაა, რომ 10 ოქტომბერს „ბლექ სი არენა“ სეზონს ხურავს One Republic კი ტურნეს ხსნის?

ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტია, რომ ჯგუფი ევროპულ ტურნეს სწორედ საქართველოდან იწყებს, ზუსტად იმ დღეს, როდესაც ჩვენ სეზონს ვხურავთ, თუმცა ეს მხოლოდ დამთხვევაა.

ევროპული ტურნეს პოსტერზე ურეკი სათავეშია მოქცეული, ჩემთვის ამ პოსტერის ნახვა საოცრად ემოციურია. რაც შეეხება კონცერტის დეტალებს, ჯერჯერობით ამ კონცერტის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, ის მზადების რეჟიმშია.  ბევრი სიმღერა მათი ახალი ალბომიდან იქნება წარმოდგენილი, ასევე ძველი ჰიტებიც გაჟღერდება, როგორიც მაგალითად Apologize არის. ასევე იმასაც გეტყვით, რომ საკონცერტო პროგრამა 2 საათს მოიცავს. უფრო მეტი დეტალი, სავარაუდოდ, კონცერტამდე, ერთი თვით ადრე გვეცოდინება.

რაც შეეხება ბილეთებს, ბილეთების გაყიდვა 6 მარტს, 13 საათზე დაიწყო, მათი ფასი, 80-დან 300 ლარამდე იქნება, „გოლდენ რინგის“ ბილეთები  კი 100 ლარი ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები