LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტი, რომელსაც თანამშრომლობას უცხოელი მუსიკოსები თავად სთავაზობენ

გადაცემა After-ს დიჯეი ლაშა მჟავია ესტუმრა, რომელიც ადრე ლაშა craft-ის სახელით იყო ცნობილი. დღესდღეობით კი ის Mzhavia-ს სახელით მოღვაწეობს.

ლაშა, შენს ამჟამინდელ პროექტზე, Mzhavia-ზე მინდა გკითხო, რამდენი ხანია, რაც ის არსებობს და რა ბედი ეწია ლაშა craft-ს?
– განსახვავებული ჟღერადობაა ეს პროექტი და საუნდის ცვლილებამ განაპირობა პროექტის ცვლილებაც. რაც შეეხება ლაშა craft-ს, რამდენიმეგან ამ სახელითაც დავუკარი, დამკვეთის თხოვნით, მაგრამ სამომავლოდ ამ პროექტით მუშაობას ჯერ არ ვგეგმავ.

რაც შეეხება პოდკასტს, საკმაოდ საინტერესო წამოწყებაა. მოგვიყევი მასზე…
– საუბარია „კოდალა“ პოდკასტზე, ის არის დაფუძნებული კონკრეტულ ჟღერადობაზე – მინიმალი და მიკროჰაუსი. ამ საკითხს არ ვეხებით. ვწერთ სხვადასხვა არტისტებს, როგორც ქართველებს, ასევე უცხოელებს.

რამდენი ადამიანია დასაქმებული მასში?
– თავიდან მარტომ დავიწყე და შემდეგ შემომიერთდნენ.

სად შეიძლება ამ სეტების მოსმენა?
– Soundcloud გვაქვს, ასევე „ფეისბუქის“ გვერდი, თუმცა აქტიური და ძირითადი მაინც Soundcloud-ია.

ახლო მომავალში ვისი სეტები იგეგმება?
– Meet- არტისტის მექსიკიდან. ზოგადად, ბევრი უცხოელი თავად გამოთქვამს სურვილს ჩვენთან თანამშრომლობაზე. შემდეგ ვთანხმდებით და ვმუშაობთ.

სამომავლოდ ლეიბლზე ხომ არ ფიქრობთ?
– კი, არის ასეთი იდეა, მაგრამ კონკრეტულს ჯერ ვერაფერს გეტყვით.

უახლოესი გამოსვლები ხომ, არ გაქვს, რომ დავაანონსოთ?
– კი, Tbilisi Open Air-ზე ვუკრავ პირველ დღეს.

უფრო კონკრეტულად მოგვიყევი ამ ღონისძიებაზე. როგორც ვიცი, საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობ…
– Tbilisi Open Air გაიმართება 22-დან 24 ივნისის ჩათვლით, ტრადიციულ ადგილას. ჰედლაინერების შესახებ უკვე გამოქვეყნდა ინფორმაცია და ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

წარმატებებს გისურვებ.

 

შეგახსენებთრომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი